სადღესასწაულო დღეები ბიზნესისთვის განსაკუთრებულად დატვირთულია. ამ დროს მომატებული გაყიდვები კომპანიებსაც სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვისკენ უბიძგებს და კონკურენციასაც ზრდის. წაიკითხეთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც შეიძლება საახალწლო პერიოდში სწორი მარკეტინგული გათვლების გასაკეთებლად გამოგადგეთ.
გადახედეთ დემოგრაფიას
გვჯერა, რომ თქვენს აუდიტორიას კარგად იცნობთ. თუმცა შეგიძლიათ 100% დარწმუნებით თქვათ, რომ თქვენი სამიზნე დემოგრაფია არ ითვლება საახალწლო პერიოდში?
როდესაც კაცები საჩუქრებს არჩევენ ქალებისთვის და პირიქით, მნიშვნელოვანია გადავხედოთ საკვანძო სიტყვებს, რომლებიც თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს თქვენს ვებსაიტზე გადმოიყვანს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩართოთ ზოგადი ფრაზები თქვენს კამპანიებში.
შობა და ახალი წელი მხოლოდ ერთი დღე არ არის
რემარკეტინგი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღესასწაულების დროს, არამედ შობის დღესასწაულამდე და მის შემდეგ დღეებში და კვირებში. მომხმარებლები ძირითადად იწყებენ საჩუქრების იდეების დაგეგმვას უფრო ადრე. რემარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, ხელახლა მიაწოდოთ კამპანიები თქვენი ვებსაიტის წინა ვიზიტორებს, რომლებმაც სერიოზული ინტერესი გამოავლინეს თქვენი პროდუქტების მიმართ.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყოთ სადღესასწაულო სპეციფიკური რემარკეტინგის რეკლამების შექმნის განხილვა ერთი თვით ადრე მაინც და არ შეწყვიტოთ დღესასწაულის დადგომისთანავე.
გაზარდეთ თქვენი PPC (pay-per-click) ბიუჯეტი
საახალწლო შოპინგის დროს ე.წ. კლიკები უფრო იზრდება თქვენს ვებგვერდსა და არხებზე. მნიშვნელოვანია, მარკეტერებმა ამოიღონ თითოეული დაწკაპუნების ანგარიში. ამასთან, როგორც ვთქვით, საკვანძო სიტყვებიც თემატურად უნდა გადახალისდეს, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რათა კონკურენცია გაუწიოთ სხვა მსგავს კომპანიებს.
ეს ასევე ნიშნავს თქვენი Google რეკლამის ბიუჯეტის გაზრდას, რათა გაზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა თქვენს ვებგვერდზე. მეტი მომხმარებელი მეტ მოგებას ნიშნავს, ამიტომ ბიუჯეტის დაზოგვა არ პერიოდში არ ღირს, რაღა თქმა უნდა, გონივრულად.
შექმენით ონლაინ მაღაზია, რომლითაც თვითონვე იამაყებთ
ბოლო დროის სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ საახალწლოდ ადამიანები საჩუქრების საყიდლად ონლაინ შოპინგს მიმართავენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი Google რეკლამების წარმატებული საფუძვლის შექმნა. ეს შეიძლება იყოს სარეკლამო ტექსტის განახლება, თქვენი პროდუქტის ფასების მუდმივად განახლება და თქვენი მომხმარებლების მოზიდვა საიტის მთავარ გვერდზე.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ვიზუალურადაც შექმნათ სადღესასწაულო განწყობა. დაამატეთ თქვენს ვებგვერდს, სოციალურ ქსელებს მეტი თემატური ბანერი.
გაანალიზეთ თქვენი PPC მეტრიკა
ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი წარმატებული საშობაო კამპანიისთვის. ჩვენ გირჩევთ, უფრო ახლოს გაეცნოთ თქვენს ანალიტიკურ შედეგებს გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ყურადღებით გადახედოთ თქვენს ვებსაიტზე ყველაზე პოპულარულ საკვანძო სიტყვებს და გვერდებს, რომლებიც წინა სადღესასწაულო სეზონის დროს საუკეთესოდ მუშაობდნენ. ამით თქვენ შეგიძლიათ, უფრო მომზადებული შეხვდეთ შობა-ახალი წლის მოლოდინებს. ასევე, უფრო სავარაუდოა, რომ მიიღოთ მეტი მოგება, ვიდრე წინა წლებში.