19
ოქტ
2018

გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ბიზნესში – კვლევის შედეგები საქართველოში

19 ოქტ 2018

ევროპის ფონდის ინიციატივით, ფონდის „სოციალური მეწარმეობის პროგრამის“ ფარგლებში, შვედურმა საკონსულტაციო ჯგუფმა, Nordic Consulting Group მოამზადა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის (2016-2020) გენდერული შეფასება. დოკუმენტის მიზანია, შეფასდეს, რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო გენდერულ ასპექტებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში და რამდენად პასუხობს სახელმწიფოს სტრატეგია ქალი მეწარმეების რეალურ საჭიროებებს.

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია სათანადოდ არ ითვალისწინებს გენდერული უთანასწორობის საკითხებსა და მეწარმე ქალთა საჭიროებებს. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიაში ადგილი არ ეთმობა გენდერულ ანალიზს. ამასთან, გენდერული ფაქტორი არ არის ასახული მიზნებში, აქტივობებში, ბიუჯეტის შედგენის პროცესსა და ინდიკატორებში. სტრატეგია არ ითვალისწინებს მეწარმე ქალებზე ორიენტირებულ რაიმე კონკრეტულ ღონისძიებას.

სტრატეგიის კომუნიკაციაში არ არის გათვალისწინებული გენდერული სპეციფიკა, ამასთანავე, სათანადო საბაზისო მონაცემების გარეშე, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია ვერ უზრუნველყოფს ისეთი ჩარევითი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც გააუმჯობესებდა ეკონომიკურ მაჩვენებლებს მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორში დასაქმებული ქალებისა და მამაკაცებისთვის, ვინაიდან მათი საჭიროებები, პრობლემები და შესაძლებლობები განსხვავებულია. გარდა ამისა, საწყისი მონაცემების არარსებობა თითქმის შეუძლებელს ხდის ქალებსა და მამაკაცებზე მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის გავლენის მონიტორინგსა და შეფასებას.

როგორც სოციალური მეწარმეობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნანა გამყრელიძე მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს პოლიტიკა და დაიწყოს მრავალმხრივი დიალოგი ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობის გაზრდისათვის. ეს რეკომენდაციები მოიცავს  გენდერული ანალიზის ჩატარებას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაზრდას ქალი მეწარმეების ხელშესაწყობად, ანალიზზე დაფუძნებული ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებას, ეროვნული მხარდამჭერი ინსტიტუტების („აწარმოე საქართველოში“ და ა.შ.) შესაძლებლობების განვითარებას, ბიზნესში გენდერული თანასწორობის საკითების მუდმივ მონიტორინგს და ა.შ.

შეფასების დოკუმენტი ემყარება სამაგიდო კვლევას, მათ შორის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგიისა და მისი განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტების (მაგ. ბოლო წლიური სამოქმედო გეგმის) განხილვას, ასევე საქართველოში ძირითად დაინტერესებულ მონაწილეებთან ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებს.

 

განხილვა