მძიმე ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების პლატფორმა საქართველოში ახალ შესაძლებლობას სთავაზობს, როგორც ძირითადი საშუალებებით მოვაჭრე პირებს/კომპანიებს, ისე ტექნიკის შესყიდვის მსურველებს.
დღეიდან ნებისმიერ სადილეროს, საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლობას თუ სხვა გამყიდველს შეუძლია საკუთარი ონლაინ შოურუმის შექმნა Bizon.ge-ზე. პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შექმნან პერსონალიზირებული გვერდი, სადაც მომხმარებლები განათავსებენ კომპანიის/ბრენდის ლოგოს, ე.წ. „ქავერ“ ფოტოს, კომპანიის მოკლე აღწერას, საკონტაქტო ინფორმაციასა და სერვისების ჩამონათვალს, ასევე, თითოეულ პროდუქტს ფოტო-სურათებით, აღწერილობით, სპეციფიკაციებითა და ფასით. რაც მთავარია, ყოველივე ეს დღესვე, მარტივად და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე არის შესაძლებელი!
ბიზონზე ონლაინ შოურუმი უკვე შექმნილი აქვს მსხვილ მომწოდებლებს, როგორიცაა თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი, ბორუსან კატი, ვოლვოსა და ჯონ დიერის წარმომადგენლობები საქართველოში, ფოტონ ჯორჯია, ჯეორენტი და სხვა.
რაც შეეხება ტექნიკის მაძიებლებს – ბიზონის გუნდი რამდენიმე თვის განმავლობაში ამუშავებდა ფუნქციას, რომელიც მიმდინარე გამოწვეების ფონზე განსაკუთრებულად სარგებლიანია განვითარებაზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის. ტექნიკისა თუ დანადგარის შესყიდვის მსურველ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ახლა უკვე პლატფორმიდან გაუსვლელად შეუძლია, შეავსოს აპლიკაცია აღნიშნული პროდუქციის დაფინანსებასა და დაზღვევაზე და დაელოდოს საუკეთესო შეთავაზებებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური/სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიებისგან!
„გლობალური გამოწვევის და ზოგადად, ციფრული ეპოქის ფონზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ტრადიციული ბიზნესიც კი, როგორიცაა მძიმე ტექნიკით ვაჭრობა, ხელმისაწვდომი გახდეს თანამედროვე სამყაროსთვის. ამიტომაც, ყოველდღიურად ვფიქრობთ, როგორ დავხვეწოთ ჩვენი პლატფორმა და მეორე მხრივ, როგორ ჩავრთოთ ყველა მხარე ამ გადაწყვეტილებების შექმნაში.“ – აცხადებენ ბიზონში.
Bizon.ge, რომლის უკან მძიმე ტექნიკის სფეროში მუშაობის ჯამურად 30+ წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი დგას, 2019 წელ სგახდა GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მესამე ნაკადის გამარჯვებული, მოიპოვა 100,000 ლარი და ამავე წელს მოიზიდა კერძო ინვესტიციაც. პლატფორმა 2019 წლის დეკემბერში გაეშვა.
პლატფორმის გაშვებიდან ზუსტად ერთი, გამოწვევებით სავსე, წლის თავზე, ბიზონზე 100 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების ათასობით პროდუქტს იპოვით, სხვადასხვა მწარმოებლისა და ბრენდისაგან. ტრაქტორების, ექსკავატორების, დამტვირთველების და სხვა სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო, სატრანსპორტო და სამედიცინო აქტივების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ყოველდღიურად იზრდება პლატფორმის მომხმარებელთა რიცხვიც.
[R]