ქართული მოდის სივრცეში გამოჩნდა ბრენდი, რომელმაც ერთ წელიწადში მოახერხა გამორჩეული სტილის დამკვიდრება. ეს არის BIZU, ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი, რომელიც სიფაქიზით, ფერების სიმდიდრითა და ფრანგული ელეგანტურობით სავსე დიზაინებით იპყრობს ყურადღებას. მისი შექმნის იდეა პარიზში მოგზაურობისას დაიბადა – ქალაქში, სადაც შთაგონება ყველგან იგრძნობა, ხოლო სამკაულების დიზაინის შექმნაში დამფუძნებლებს ფრანგი დიზაინერები ეხმარებიან.
BIZU-ს დამფუძნებლები სალომე კაპანაძე და ანუშკა ხაჩიძე არიან, რომლებიც გვიყვებიან, რომ თითოეული სამკაული მომხმარებლის გემოვნებისა და მოლოდინების გათვალისწინებით იქმნება.
M: როგორ გაჩნდა ქართულ ბაზარზე ბრენდი BIZU, საიდან მოდის ეს დასახელება და რაზეა დაფუძნებული ბრენდის კონცეფცია?
BIZU არის ქართული სამკაულების ბრენდი, რომელიც უკვე ერთი წელია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. მისი შექმნის იდეა პარიზში მოგზაურობის დროს გაჩნდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ბრენდს ჰქონდეს ქართულთან ერთად ფრანგული დიზაინი და დატვირთვაც, რაშიც ფრანგი დიზაინერები არიან ჩართული.
ბრენდის სახელის იდეაც პარიზში მოგზაურობისას მეგობარმა მოგვაწოდა და პირველივე ვერსიად დამკვიდრდა. რაც შეეხება კონცეფციას, ის ეფუძნება ხარისხის, ელეგანტურობისა და თანამედროვე ქალის ინდივიდუალობის ხაზგასმას.

M: როგორ შეაფასებდით განვლილ ერთ წელს, რამდენად წარმატებული იყო ის და რით იყო გამორჩეული?
განვლილი ერთი წელი საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ახალი ბრენდისთვის, თუმცა BIZU-მ შეძლო საკუთარი ნიშის დამკვიდრება ბაზარზე და მოიპოვა მომხმარებლის ნდობა გამბედავი ნაბიჯებითა და ხარისხზე ორიენტაციით.

M: რა არის ის მთავარი აქცენტები, რის გამოც მომხმარებელი არჩევანს აკეთებს თქვენს პროდუქციაზე?
ალბათ, ყველა პროდუქტში, ისევე როგორც სამკაულში, აუცილებელია, რომ ხარისხი ფასის შესაბამისი იყოს. BIZU-ს მომხმარებელი გემოვნებიანი და მომთხოვნია, ამიტომ ბრენდი მუდმივად უსმენს მათ, აქტიურად ეხმიანება ტრენდებს და მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, რათა დააკმაყოფილოს მათი მაღალი მოლოდინი.
ჩვენი მოდელები გამოირჩევა ფერების სიმდიდრით, ორიგინალური დიზაინით, მაღალი ხარისხითა და შთაგონებით. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მომხმარებელმა ასე სწრაფად შეიყვარა ეს ბრენდი.

M: როგორი ადამიანებისთვის იქმნება BIZU-ს კოლექციები და როგორია თავად პროცესი?
თავდაპირველად BIZU-ს მოდელის იდეა თანხმდება დიზაინერსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის, რის შემდეგაც იწყება წარმოების პროცესი. ჩვენი მოდელების უმრავლესობა ხელნაკეთია, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ბრენდს.
ქართული ბაზარი საკმაოდ გემოვნებიანი სეგმენტით არის წარმოდგენილი, ამიტომ განსხვავებული დიზაინის მქონე პროდუქტები ადვილად იპყრობს ყურადღებას. სწორედ ეს გემოვნებიანი სეგმენტი არის ჩვენი მომხმარებელი — ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ იყვნენ გამორჩეულები, ან საყვარელ ადამიანს გაუკეთონ განსაკუთრებული საჩუქარი. ადამიანები, რომლებიც ატარებენ BIZU-ს, არიან თავდაჯერებულები, უშიშრები და ღია – სიახლეებისა და თანამედროვეობის მიმართ.

M: როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?
BIZU გეგმავს ბრენდის გაფართოებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მიმდინარე წელს კომპანია მოამზადებს სამი ახალი სამკაულის ხაზის პრეზენტაციას, რომლებიც გააერთიანებს ახალ ფერებს, ფორმებსა და ინოვაციურ დეტალებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია გეგმავს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში და დისტრიბუციის ქსელის გაფართოებას უცხოეთში. ამასთანავე, იგეგმება ონლაინპლატფორმის გაძლიერება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღონ წვდომა BIZU-ს კოლექციებზე მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

გაითვალისწინეთ, BIZU-ს კოლექციების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ ონლაინგვერდზე: ინსტაგრამსა და ფეისბუკზე: bizu.collection.
[R]













