2
Aug
2019

“შეუძლებელი რესტორანი” და “უხორცო ხორცი” Burger King-ის კამპანიაში

2 Aug 2019

Elit Electronics


მათ, ვისაც “უხორცო ვუპერი” “ბურგერ კინგის” მორიგი ოხუნჯობა გეგონათ, გეტყვით, რომ ეს უკვე მოხდა! “ბურგერ კინგის” ახალ რესტორანში, სახელწოდებით “შეუძლებელი რესტორანი”, მცენარეული “ხორცისგან” დამზადებული ბურგერები გაიყიდება. დიახ, კამპანიის სლოგანი “100%-იანი ვუპერი, 0% ხორცით” მართალი აღმოჩნდა და ახალი ბურგერები აშშ-ის 7000 სავაჭრო ობიექტში იქნება ხელმისაწვდომი. რესტორნის გახსნა ” ბურგერ კინგის” “შეუძლებელი ვუპერის” პოპულარობამ განაპირობა, რომელიც ბიზნესის გაფართოების წინაპირობა გახდა. “შეუძლებელი ვუპერი” ხელმისაწვდომი იქნება, მარაგების ამოწურვამდე, თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, მენიუს ნაწილად იქცეს.

“შეუძლებელ ვუპერზე” საუბარი “ბურგერ კინგმა”, ჯერ კიდევ, პირველი აპრილიდან დაიწყო, როდესაც რესტორნის სტუმრებს “მცენარეული ხორცისგან” დამზადებული ვუპერი შესთავაზა.

 

განხილვა