in

ნახეთ: Black Barbie-ის თრეილერი — როგორ დაიწყო შავკანიანი ბარბის წარმოება?

როგორც ჩანს, კინემატოგრაფიის სამყაროში ბარბის თემატიკამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. ამჯერად Netflix აპირებს, შავკანიანი ბარბის ისტორია მოგვიყვეს, რომლის დებიუტიც 1980 წელს შედგა. ასევე, მის კულტურულ მნიშვნელობაზეა ფოკუსირებული.

BOG
BOG

დოკუმენტური ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია შონდა რაიმსი. ეს უკანასკნელი ცნობილია ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა Bridgerton, Grey’s Anatomy და How to Get Away with Murder. რეჟისორი კი ლაგერია დევისია — ის Mattel-ის სამი ძირითადი შავკანიანი ბარბის, მეი მიტჩელის, კიტი პერკინსისა და სტეის მაკბრაიდ ირბის ამბავს მიჰყვება.

„თუ მთელი ცხოვრება გაიარეთ და არასდროს გინახავთ თქვენი ინსპირაციით შექმნილი რაღაც, ზიანი უკვე მიღებულია“, — ამბობს შონდა რაიმსი. ფილმში კი არსებობს როგორც პირადი ტრიუმფის, ასევე კულტურული მნიშვნელობის განცდა, რადგან თრეილერშივე ჩანს შავკანიანი ბარბის წარმოების გამოწვევები და უზარმაზარი სიხარული, რაც ამ სიახლემ ბავშვებს მოუტანა.

„მაკდონალდს საქართველოს“ ზუგდიდის ფილიალის დირექტორს რეი კროკის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

იუპიტერის მთვარეს დედამიწიდან ფოტოები გადაუღეს