11
Jun
2019

Black Eyed Peas-ის კონცერტისთვის დამატებითი მატარებლები დაინიშნა  

11 Jun 2019

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენა“ 2019 წლის სეზონს ხსნის. საქართველოში, ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Black Eyed Peas ჩამოდის და კონცერტს სწორედ Black Sea Arena-ზე მართავს. სპეციალურად ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის, 14, 15,16 და 17 ივნისს, თბილისიდან დამატებითი მატარებლები დაინიშნა.

14 ივნისს თბილისის ცენტრალური სადგურიდან მატარებელი 8:50 საათზე გავა და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 13:20 საათზე ჩავა.

15, 16, 17 ივნისს, მატარებელი თბილისიდან 10:30 საათზე გავა,  „Black Sea Arena“-ს ბაქანზე კი 14:45 საათზე ჩავა.

17 ივნისს მატარებელი გაჩერდება Black Sea Arena-ს ბაქანზე და, თბილისის მიმართულებით, 01:25 საათზე წამოვა“.

მატარებლის ბილეთები უკვე იყიდება. დეტალური ინფორმაციის ნახვა, მომხმარებელს, საქართველოს რკინიგზის ვებგვერდზე შეუძლია. სწორედ მათთან თანამშრომლობის ფარგლებში დაემატა კონცერტისთვის სპეციალური მატარებლები.

შეგახსენებთ, რომ „ონლაინ“  Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთებიც იყიდება.

 

განხილვა