უკვე მოახლოვდა შავი პარასკევი. დღე, რომელსაც მთელი წელი ველოდებით, რადგან საყვარელი ბრენდები უამრავ ფასდაკლებასა და საინტერესო აქციებს გვთავაზობენ.
„ავერსი” ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და მომხმარებლის გასახარებლად დიდი სიურპრიზები დაგეგმა.
როგორია „ავერსის” შავი პარასკევი?
18 ნოემბრიდან „ავერსის” ფილიალებში უპრეცედენტო, 100%-მდე ფასდაკლებები გელოდებათ ფრანგულ, იტალიურ, შვეიცარიულ, კორეულ და სხვა რჩეულ ბრენდებზე! თუმცა ეს ყველაფერი არ გახლავთ.
შავი პარასკევის კვირეულში ისედაც ფასდაკლებულ პროდუქტზე შეიძლება კიდევ დამატებით საჩუქრად მიიღოთ 10%, 30%, 50% ან 100%-იანი ფასდაკლება. ზოგიერთს კი შეიძლება ჩეკი გაუნულდეს კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტს, რომელიც იღბლიანმა მომხმარებელმა აარჩია, უფასოდ მიიღებს!
ჩეკის განულება შესაძლებელია:
. ავერსის სააფთიაქო ქსელში;
. SHOP AVERSI-თ სარგებლობისას;
. თვითმომსახურების აპარატის გამოყენებისას.
გამოიყენეთ შავი პარასკევის ფასდაკლებები კოსმეტიკის თაროს შესავსებად ან გასაახლებლად! გაითვალისწინეთ მხოლოდ ის, რომ აუცილებელია მტრედი ბარათის გატარება. გაუზიარეთ მეგობრებს „ავერსის” სიურპრიზების შესახებ ინფორმაცია და არ გამოტოვოთ კვირეული.
[R]