შავი პარასკევი ყველასთვის დიდ საცობებთან და კიდევ უფრო დიდ რიგებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, ონლაინ შოპინგი ამ დღეს საუკეთესო გამოსავალია, რადგან შეგიძლიათ, სრულ კომფორტში, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ ყველაფერი, რაც გსურთ — ისე, რომ დრო საცობებსა და რიგებში არ დაკარგოთ.
მხოლოდ ონლაინ, Dressup.ge-ზე შავ პარასკევს სამი სხვადასხვა ტიპის შეთავაზება იმოქმედებს.
ხუთშაბათს, 23 ნოემბერს, 22:00 საათიდან, დაიწყება დამატებით 30%-იანი ფასდაკლება ყველაფერზე, მათ შორის უკვე 60%-მდე ფასდაკლებულ კოლექციებზეც.
აღსანიშნია, რომ ამ ფასდაკლებას არ აქვს ზედა ზღვარი, შესაბამისად, ნებისმიერი ღირებულების კალათაზე დამატებით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. მოცემული შეთავაზებით სარგებლობას კი ყველა შეძლებს.
ასევე, PLUS ბარათით მინიმუმ 50 ლარის გადახდისას, მომხმარებლები დააგროვებენ 5-ჯერ მეტ PLUS ქულას, საიტზე მოქმედ ფასდაკლებასთან ერთად.
ხოლო Dressup.ge-ზე PLUS ქულებით გადახდისას, მომხმარებლები ისარგებლებენ დამატებით 20%-იანი ქეშბექით(ქულები), ასევე საიტზე მოქმედ 30%-იან ფასდაკლებასთან ერთად.
გარდა ამისა, თიბისის ერთგული ბარათის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მინიმუმ 100-ლარიან შენაძენზე დაიბრუნონ გადახდილი თანხის 50% (30%+20%) ერთგული ქულების სახით, მაქსიმუმ 200 ქულა.
*ერთგულის შეთავაზებით და საიტის 30%-იანი ფასდაკლებით ერთდროულად სარგებლობა არ არის შესაძლებელი.
არ დაგავიწყდეთ, რომ Dressup.ge-ზე შავი პარასკევი ხუთშაბათს, 23 ნოემბერს, 22:00-დან დაიწყება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნამდე 12 საათით ადრე შეიძენთ სასურველი ზომის და რაოდენობის პროდუქციას.
შავ პარასკევს Dressup.ge-ზე შოპინგს რამდენიმე უპირატესობა აქვს:
- სახლიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან კომფორტულად შოპინგი;
- საცობებისა და რიგებისთვის თავის არიდება;
- + 12 საათი საშოპინგოდ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Dressup.ge-ზე შავი პარასკევი პარასკევს არ დასრულდება, ამიტომ გირჩევთ, თვალი ადევნოთ მათ სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდს, რათა არ გამოტოვოთ საინტერესო შეთავაზებები.
[R]