in

Black Friday მანქანის დაზღვევისთვის საუკეთესო დროა – ევროინსის შეთავაზება მომხმარებელს

29 ნოემბერს, ვინც ავტომობილს სადაზღვევო კომპანია „ევროინსში“ დააზღვევს, 50% იან ფასდაკლებას მიიღებს. ეს შეთავაზება სპეციალურად Black Friday-სთვისაა.

„გადავწყვიტეთ ეს დღე უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა. როგორც იცით 29 ნოემბერს, Black Friday-ზე კომპანიები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებლებს ყველა პროდუქტზე და მომსახურებაზე ძალიან დიდ ფასდაკლებას სთავაზობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, დაზღვევა გამონაკლისი არ ყოფილიყო და მომხმარებელს უპრეცედენტო 50% იან ფასდაკლებას ვთავაზობთ“, – ამბობს თამარ ჟღენტი.

ევროინს ჯორჯია“ „ევროჰოლდის“ სადაზღვევო ჯგუფის წევრია. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებით, მომავალში კი საზოგადოებას ბევრ საინტერესო სოციალურ და მარკეტინგულ აქტივობას ჰპირდებიან.

[R]

ქართული ტრადიციული პავილიონები ჩინეთში გამართულ გამოფენაზე – Wizard Events-ის ნამუშევარი

ჯუჯღუნა ოსკარი, ნარჩენების არტის მეფე! – Squarespace-ის რეკლამა