in

შავი პარასკევის ფასდაკლებები წამყვან ლაქშერი ბრენდებზე – კომპანია „ნაბუს“ შეთავაზება მოდის მოყვარულებს

შავი პარასკევი შოპინგის მოყვარულთათვის განსაკუთრებული ფენომენია. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შესაძლებლობა გვაქვს, სასურველი ნივთები განსაკუთრებულ ფასად შეიძინონ. ეს ის პერიოდია, რომელსაც ადამიანები ხშირად მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან, რადგან შავი პარასკევის ფასდაკლებები არამარტო თანხის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს, არამედ ჩვენი საყვარელი ბრენდების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობასაც ზრდის.

„ნაბუ“ ტრადიციას ინარჩუნებს და 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე შავი პარასკევის ფასდაკლებებს თავის ქსელში შემავალ საშოპინგო სივრცეებში გვთავაზობს. New Trend, Emporio Armani, Armani Exchange და ახლად გახსნილი Zadig & Voltaire – ეს ის მაღაზიებია, სადაც მაღალი მოდის აქტუალური ბრენდების  კოლექციებზე საუკეთესო ფასებს აღმოაჩენთ. „ნაბუს” სახელი მოდის ქართველმა მოყვარულებმა კარგად იციან. ეს არის კომპანია, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, ახალ სტანდარტებს

აწესებს. აღიარებული ლაქშერი ბრენდები ოფიციალური ლიცენზიით, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში სწორედ „ნაბუმ“ შემოიყვანა საქართველოში. „ნაბუს“ საერთაშორისო თანამშრომლობა და  ფრენჩაიზი განსაზღვრავს იმას, რომ ყოველ სეზონზე ფასდაკლებები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოქმედებს.

თუ შავი პარასკევს იმისათვის ელოდით, რომ საკუთარ ქალაქში მოდის წამყვანი ბრენდები მეტად ხელმისაწვდომ ფასად შეგეძინათ, მაშინ ჩვენ მეტ დეტალს გაგაცნობთ „ნაბუს“ ქსელში გაერთიანებულ მაღაზიებზე:

მათთვის, ვინც მოდის ინდუსტრიას იცნობს და ცნობილი ბრენდების დიზაინერული კოლექციები მეტია, ვიდრე უბრალოდ ტანისამოსი, New Trend-ში შოპინგი ნამდვილი სიამოვნებაა. აქ თქვენ შეხვდებით ისეთი ბრენდების კოლექციებს, როგორებიცაა: MM6 Maison Margiela, Junya Watanabe, Comme des Garçons, Coperni, Marni, DSQUARED2, Mugler, Marine Serre, Erika Cavallini და მრავალი სხვა. შავი პარასკევის პერიოდში კი თქვენი შანსი გაქვთ, ამ უნიკალური ბრენდების მოდელები სტანდარტულზე დაბალ ფასად შეიძინოთ.

„ნაბუ“ უკვე ორი ათწლეულია, რაც ARMANI Group-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც დამატებით გარანტიას იძლევა, რომ ფასდაკლებები ბრენდის

მაღალი სტანდარტების შესაბამისია. გამონაკლისი არც შავი პარასკევია და ფასდაკლებებით სარგებლობას Emporio Armani-ისა და Armani Exchange-ში შოპინგისასაც შეძლებთ.

როგორც აღვნიშნეთ, შავი პარასკევის ფასდაკლებები  ვრცელდება ახლად გახსნილ Zadig & Voltaire-ის მაღაზიაზეც. ეს ბრენდი ცნობილია თავისი ურბანული სტილისა და მაღალი მოდის ელემენტების სინთეზით. თუ საკუთარი ინდივიდუალიზმის და თავისუფლების გამოხატვა იმიჯით გიყვართ, Zadig & Voltaire-ის კოლექციები თქვენი სტილის განუყოფელი ნაწილი გახდება.

და ბოლოს, თუ გსურთ თქვენი გარდერობი ხარისხიანი ბრენდების უნიკალური კოლექციებით გაამდიდროთ, თანაც ხელმისაწვდომი ფასებით, მაშინ დროა  „ნაბუს“ მაღაზიებს ესტუმროთ და შოპინგის ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ.

[პარტნიორის კონტენტი]

შეიძინეთ ღვინის საწარმოო ინვენტარი ფასდაკლებით „აგროსფეროში“

როგორ უნდა იმუშაოს გუნდმა ეფექტურად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით