22
Nov
2019

“შავი პარასკევი” ონლაინ! რომელ ვებგვერდებზე ვიშოპინგოთ ფასდაკლებით?

22 Nov 2019

“შავი პარასკევი” – გლობალური ფასდაკლებების დღეა. თუმცა, ბევრისთვის ის, შოპინგის გარდა, მაღაზიებში ჭყლეტვასთან და გადარჩენისთვისა და სასურველი პროდუქტის ბრძოლით მოპოვებასთანაა დაკავშირებული. თუ გსურთ, რომ “შავი პარასკევის” შემდეგ, ფასდაკლებით შეძენილი ნივთის გარდა, ჩალურჯებებიც არ დაგრჩეთ, შეგიძლია ონლაინ შოპინგის ალტერნატივას მიმართოთ. უკვე წლებია, საერთაშორისო შოპინგ პლატფორმები, სპეციალურად “შავ პარასკევთან” დაკავშირებით, ფასდაკლებებს აცხადებენ და შოპინგის ციებ-ცხელებაც, შოურუმებიდან, თანდათან ციფრულ სამყაროში ინაცვლებს. წელს, “შავი პარასკევი” 29 ნოემბერს აღინიშნება. მათთვის, შოპინგისთვის საერთაშორისო პლატფორმებს უდარაჯებთ, “შავი პარასკევის” ოფიციალური გვერდი შემდეგ ვებგვერდებს გვაცნობს:

1.  Macy’s-ს სამოსის, სამკაულებისა და აქსესუარებისთვის შეგიძლიათ ჩაუსაფრდეთ.

2. Amazon.com-ზე ელექტროტექნიკასაც შეიძენთ, სამოსსაც, სალაშქრო, სპორტულ და საყოფაცხოვრებო ნივთებსაც.

3. Walmart.com-ზეც შერეული კატეგორიის პროდუქტის ამორჩევა შეგიძლიათ.

4. შავ პარასკევს გახსნილად აცხადებს Bestbuy.com-იც, სადაც ელექტროტექნიკის ფასდაკლებებს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.

5. ელექტროტექნიკაზე მონადირეებს Dell.com-ს შეგიძლიათ ჩაუსხდეთ.

6. საყოფაცხოვრებო ნივთებზე დიდი ფასდაკლება ონლაინ პლატფორმა Homedepot.com-მაც დააანონსა.

7. სამოსის, ელექტრონიკისა და აქსესუარების შეძენა Kohl’s-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.

8, Newegg.com-ზე გეიმინგ და კომპიუტერულ ტექნიკას იხილავთ ფასდაკლებით.

9, “შავი პარასკევის” მონადირეთა სამასპინძლოდ მზადაა ონლაინ პლატფორმა Target.com-იც.

10. რაც შეეხება საქართველოს, “შავი პარასკევისთვის” დიდი ფასდაკლებების გახსნილად გამოაცხადა ონლაინ პლატფორმამ Vendoo.ge, სადაც ელექტროტექნიკის, საყოფაცხოვრებო ნივთების, აქსესუარებისა თუ სათამაშოების შეძენა უკვე შესაძლებელია ფასდაკლებით.

 

სტატია მომზადებულია Vendoo-სთან თანამშრომლობის ფარგლებში.

განხილვა