in

შავი პარასკევის შეთავაზებები სილქისგან „მერე“ ბარათის მომხმარებლებისთვის

ცხადია, ყველა ჩვენგანი ემზადება შავი პარასკევისა და იმ განსაკუთრებული შეთავაზებებისთვის, რომლებსაც სავაჭრო ობიექტები საგანგებოდ გვიმზადებს. მაგრამ თუ სილქის შოპინგ ბარათის „მერეს“ მომხმარებელიც ხარ, მაშინ შეგეძლება, ფასდაკლებების გარდა, დამატებითი აქციებითაც ისარგებლო. 

გადაანაწილე თანხა 12 თვეზე, ეფექტურ 0%-ად

თუ შავ პარასკევს ტექნიკის, ავეჯის ან სარემონტო მასალების ყიდვას გეგმავ, მაშინ შენთვის კარგი სიახლე გვაქვს. პროდუქციის სილქის პარტნიორ ობიექტებში შეძენის შემთხვევაში, სტანდარტული 3, 4 ან 6 თვიანი გადანაწილების ნაცვლად, შეგეძლება თანხა 12 თვეზე გადაანაწილო, თანაც გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ეს შეთავაზება განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც არასაკმარისი თანხის გამო, საჭირო პროდუქტების ყიდვისგან მანამდე თავს იკავებდა.

იშოპინგე და დაიბრუნე 10%, მაქსიმუმ 200 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზება აქვს სილქს იმ მომხმარებლებისთვისაც, ვინც შავ პარასკევს ახალი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა თუ სხვა ტიპის პროდუქტების შეძენას გეგმავს. ამ შემთხვევაში, ისინი „მერეს“ პარტნიორ ობიექტებში, თანხის უპროცენტოდ გადანაწილების გარდა, 10%-იან ქეშბექსაც მიიღებენ.

„მერე“ ბარათით იშოპინგე უცხოურ საიტებზეც:

ხოლო თუ უცხოურ საიტებზე შოპინგს აპირებ, 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით „მერე“ ბარათით შეძენისას, თანხა შეგიძლია გადაანაწილო 3 თვეზე, ეფექტურ 0%-ად. შეთავაზება ვრცელდება ნებისმიერ უცხოურ საიტზე, მათ შორის Amazon, 6pm, Trendyol, Ebay, Temu, Aliexpress, Asos, Rekuten, Taobao და ა.შ.

სილქის შეთავაზებები 2 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში, რაც საშუალებას მოგცემს 1000-მდე პარტნიორ ობიექტში შავი პარასკევის ფასდაკლებებთან ერთად უკომპრომისოდ იშოპინგო. „მერეს“ პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი შეგიძლია დეტალურად ნახო ვებგვერდზე.

შოპინგ ბარათი „მერე“ სილქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს მსგავსი სერვისებისგან განსხვავებულ და გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

„მერე“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სილქის პარტნიორ ობიექტებში თანხა 3-დან 12 თვემდე უპროცენტოდ, ეფექტურ 0%-ად გადაანაწილონ. არაპარტნიორ ობიექტსა თუ ონლაინ მაღაზიაში გადახდის შემთხვევაში კი, ლიმიტი 45 დღის განმავლობაში უპროცენტოდ შეავსონ. გარდა ამისა, „მერეს“ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მრავალფეროვანი აქციებითა და შეღავათიანი ფასებით ისარგებლონ.

ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით, „მერეს“ ლიმიტი გაცილებით მაღალი – 30,000 ლარია, ბარათის აღება და ყოველწლიური მომსახურება კი – სრულიად უფასო.

ბარათის აღება შესაძლებელია ონლაინ, სილქის აპლიკაციაში, ასევე, ბანკის სერვისცენტრებში და პარტნიორ ობიექტებში.

[R]

ყველა დროის ყველაზე საყვარელი ანიმეები – TOP 10

მანქანის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან