შეცდომებს ყველა უშვებს – ეს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც საქმე ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეხება, როგორიც პროფესიის არჩევაა? ამ დროს იმპულსურობამ და გაუაზრებლობამ შესაძლოა, შეცდომების დაშვების ალბათობა გაათმაგოს. კარიერული გზის არჩევისას მიღებულმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც ხშირად გარე სამყაროსგან ზეწოლით, საზოგადოების მოლოდინებით, ან არასაკმარისი თვითშემეცნებით არის გამოწვეული, შესაძლოა, იმ გზამდე მიგვიყვანოს, რომელიც ჩვენს მისწრაფებებსა და უნარ-ჩვევებს საერთოდ არ შეესაბამება. შესაბამისად, ვკარგავთ ადამიანურ რესურსებს, ვფლანგავთ დროსა და ფინანსებს.
დღეს, შავ პარასკევს, სმარტ აკადემიის საიტზე კურსის ყიდვის ფუნქცია გათიშული გვაქვს!
გვინდა, რომ დღევანდელი დღე კურსების უკეთ გასაცნობად გამოიყენო და ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან გათავისუფლდე. დღეს, როგორც ყოველთვის, მზად ვართ, კონსულტაცია გაგიწიოთ და შენზე მორგებული კურსის არჩევაში დაგეხმაროთ.
დღესდღეობით უამრავი სასწავლო კურსი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ადამიანის ინტერესებსა და საჭიროებებს ერგება. ზოგიერთი კურსს მეგობრის რეკომენდაციით, ან სფეროს მოთხოვნადობის მიხედვით ირჩევს, ამასობაში კი საკუთარ ინტერესებსა და მიდრეკილებებს გვერდზე იტოვებს – იწყებს ისეთი სფეროს დაუფლებას, რომელიც მას სინამდვილეში არ აინტერესებს. მსგავს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იმედგაცრუებამდე და თვითშეფასების დაქვეითებამდეც კი მივყავართ – ეჭვქვეშ ვაყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს და გვიჩნდება კითხვები: ,,მაქვს კი შესაბამისი უნარ-ჩვევები ამ პროფესიის შესასწავლად?’’, ,,რატომ არ გამომდის, იქნებ არ შემიძლია?’’. ნაცვლად ამისა, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ,,ნამდვილად სწორ გზას ვადგავარ?’’
გვსურს, ჩვენი პროდუქტის არჩევისას ადამიანებს ფიქრისა და გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი დრო ჰქონდეთ.
სწორედ ამიტომ შავი პარასკევის მომდევნო დღიდან, 25 ნოემბრიდან, 10 დღის განმავლობაში, სმარტ აკადემიის ყველა კურსზე 30%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს.
დღეს, როდესაც შავი პარასკევის ტრადიციას ვცვლით, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდე ამ დღის ხელახლა გააზრებაში, რადგან…
სწორი მოქმედება არის გასაღები.
{პარტნიორის კონტენტი]