25
Nov
2016

Black Friday სოკარის ბენზინგასამართ ქსელში

25 Nov 2016

მოგეხსენებათ, “Black Friday” ამერიკაში XIX საუკუნიდან იღებს სათავეს, იგი მადლიერების მეორე დღეს აღინიშნება და საშობაო ვაჭრობის დასაწყისად ითვლება. თუმცა თვითონ ტერმინი “Black Friday” 1966 წლიდან დამკვიდრდა. იგი, პირველად, გზებზე საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. ამ დღეს, ამერიკასა და მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა კომპანიები გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ მომხმარებელს და აღსანიშნავია ის მასშტაბური გამოხმაურება, რაც ამ თარიღს მოსდევს ხოლმე.

წელს “Black Friday” 25 ნოემბერს აღინიშნება, ჩვენც გადავწყვიტეთ ამ მხიარულ და მნიშვნელოვან მოვლენაში ჩართვა და დღეს, საწვავს, უპრეცენდენტოდ დაბალ ფასში ვთავაზობთ მომხმარებელს. მთელი საქართველოს მასშტაბით “სოკარის” აბსოლუტურად ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, მომხმარებელი ნებისმიერი ტიპის საწვავზე 25 თეთრით ნაკლებ ფასს მიიღებს.

black friday

აღსანიშნავია, რომ “სოკარში” შაბათ-კვირას საწვავი „ენერჯი ქარდის“ მომხმარებლებისთვის რეგულარულად იაფდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის უქმე დღეებში მანქანით მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი და სახალისო იყოს, შაბათ-კვირას “Black Friday” დაემატება და მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო და ხელმისაწვდომი გახდება.
სასიამოვნო „უიქენდს“ გისურვებთ!

[R]

განხილვა