იმედი L-ში შავი პარასკევის შეთავაზებები დაიწყო. თუ მოგზაურობას გეგმავ, 1-ლ დეკემბრამდე, იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია.
შავი პარასკევია უცხოელი სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც მათზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.
უცხოელი სტუდენტების დაზღვევა გულისხმობს ისეთი სერვისებით სარგებლობას, როგორიცაა გადაუდებელი ამბულატორიული, სტომატოლოგიური და ჰოსპიტალური მომსახურება საქართველოში სწავლის პერიოდში. გარდა ამისა, დაზღვევით სარგებლობისას, დამატებით 40%-იანი ფასდაკლებაა მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
„იმედი L-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ შავი პარასკევის აქციაც, ისევე როგორც ნებისმიერი სიახლე თუ შეთავაზება მომხმარებლის საჭიროებებს ერგებოდეს. შავ პარასკევს დაზღვეულები ჩვენგან ყოველთვის ელოდებიან განსაკუთრებულ შეთავაზებას. წელს გადავწყვიტეთ სწორედ მოგზაური ადამიანებისთვის და უცხოელი სტუდენტებისთვის გაგვეკეთებინა სპეციალური ფასდაკლება და აქციაც სწორედ მათ მოვარგეთ,“ –ამბობენ იმედი L-ში.
[R]












