in

შავი ხვრელის ფოტოს ავტორები 3 მილიონი დოლარით დაჯილდოვდნენ

წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენის – შავი ხვრელის პირველი არაილუსტრირებული ფოტოს ავტორთა ჯგუფი 3 მილიონი დოლარით დაჯილდოვდა. ფოტოს ავტორები ასტროფიზიკოსები არიან, რომლებიც “მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის” (EHT) პროექტის გუნდში ერთიანდებიან. აღნიშნული პრიზი არასამთავრობო ორგანიზაცია Breaktrough Foundation-მა გასცა, რომელსაც სილიკონ ველი აფინანსებს. აღნიშნული პრიზი კი დღესდღეობით ფიზიკასა და მათემატიკაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. აღნიშნულ თანხას გუნდის წევრები მოგვიანებით გადაინაწილებენ.

BOG
BOG

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 10 აპრილს, თბილისის დროით 17 საათზე, მსოფლიომ პირველად იხილა შავი ხვრელის არაილუსტრირებული ფოტო. კოსმოსის ყველაზე ბნელი ადგილის ფოტოზე აღბეჭდვა პროექტ Event Horizon Telescope-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

შავი ხვრელი არის არე კოსმოსში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, მისი მოქმედების არეალში მოხვედრის შემთხვევაში, არ შეუძლია მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

Carrefour, სასწავლო სეზონს, დაგროვების პროგრამით იწყებს

Tesla Model 3, თბილისში, „ქარშეარინგით“ შემოდის