Black Juniper — ეს არის Silent Pool-ის ბრენდის პრემიუმ ჯინის გამოშვება, რომელიც უიშვიათესი და სუფთა შავი ღვინისგან მზადდება. საჭირო რესურსი კი მხოლოდ ბჰუტანში მოიპოვება, მსოფლიოს ერთადერთ ნახშირბად-უარყოფით ქვეყანაში, რაც მას ყველაზე სუფთა ჰაერის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. აქედან გამომდინარე, შავი ღვინის კენკრა იდეალურად ვითარდება და სათანადოდაც მწიფდება.
აღნიშნული ჯინის გამოშვება სწორედ ბჰუტანის მემკვიდრეობის დაფასებას ეძღვნება. მისი ვიზუალური იდენტობა კი ყველა მნიშვნელოვან დეტალს აერთიანებს, დაწყებული იშვიათი კენკრის გრაფიკული დიზაინით, დასრულებული ერთგვარი რიტუალური ხასიათით — ცენტრიდან გამომდინარე ტალღები ორი სამყაროს შერწყმას მიემართება. დეკორატიული დამუშავება კი ყველაფერს მეტად საკრალურ ხასიათს მატებს, რასაც ფერთა პალიტრაც აძლიერებს — ლურჯი და ოქროსფერი ტონებით.

„ჩვენი ამბიცია უნიკალური, მდიდრული იდენტობის შექმნა იყო, რომელიც Silent Pool-ის დახვეწილობას ასახავს. შთაგონება კი იშვიათი კენკრისგან მივიღეთ, როგორც სისპეტაკის საფუძვლისგან“, — ამბობს ელისონ სპენსერი, ბრენდის კრეატიული დირექტორი. ასე მივიდნენ ჰიმალაის სუფთა ჰაერის სიმბოლურ აღნიშვნამდე, რომელსაც ოქროსფერი მზის ამოსვლის განწყობას სძენს.
















