in

Johnnie Walker-ის გამოწვევის ერთ-ერთი გამარჯვებული მარკ ზიმნენკო გახდა

Johnnie Walker-მა, მსოფლიოს წამყვანმა შოტლანდიურმა ვისკიმ, Johhnie Walker Black Label Global Bartender Challenge-ის გამარჯვებულები გამოაცხადა. მათ შორისაა ბარმენი მარკ ზიმნენკო — Cocktail Factory Tbilisi & Drunken Poets Syndicate Tbilisi-ის მფლობელი, რომელიც ექსკლუზიურ სამდღიან ტურს მიიღებს შოტლანდიაში, Johnnie Walker-ის სახლში.

ბრენდმა მთელი მსოფლიოდან ბარმენები მოიწვია, რათა ინსტაგრამზე კრეატიული ვიდეო გაეზიარებინათ Johnnie Walker Black Label კოქტეილით. მონაწილეებს უნდა აეხსნათ, რატომაა შერეული შოტლანდიური ვისკი სრულყოფილი.

მთლიანობაში, კონკურსში 40-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღეს მონაწილეობა. მარკ ზიმნენკოს ნამუშევარი ევროპის მასშტაბით დასახელდა საუკეთესოდ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან კიდევ შვიდმა მონაწილემ გაიმარჯვა. მარკ ზიმნენკოს კოქტეილი Walking Rickey საზაფხულო კოქტეილია, რომელიც Johnnie Walker Black Label-ს შეიცავს, ფინო შერისთან, ლიმონის წვენთან, ახალ მარწყვთან და გაზიან წყალთან ერთად.

გამარჯვებულები გამოავლინეს ტიმ ფილიპს-იოჰანსონმა, Johnnie Walker-ის გლობალური ბრენდის ელჩმა და იან შაბეკმა, Diageo World Class 2023-ის გამარჯვებულმა. უმთავრესი კრიტერიუმი იყო, თუ რომელ კოქტეილში გამოიყენეს ბრენდის პროდუქტი ყველაზე საინტერესოდ.

„ეს საოცარი ამბავია! არც კი ვიცი, რა ვთქვა… მადლობა ამ საოცარი შესაძლებლობისთვის, რომ მეჩვენებინა ჩემი თავი მსოფლიოსთვის და მონაწილეობა მიმეღო ასეთ უნიკალურ კონკურსში. ენერგიით ვარ სავსე, მოუთმენლად ველოდები გამარჯვებულების მოგზაურობას“,აღნიშნავს მარკ ზიმნენკო.

„მარკმა შესანიშნავი ვიდეო წარადგინა გამოწვევისთვის. ვიგრძენით, რომ დაბალანსებული გემოების მქონე კოქტეილი შექმნა, რასაც ხილის არომატი დამატებით ხიბლს სძენდა; კონკრეტულად ახალი მარწყვის გამოყენებამ კი საზაფხულო კოქტეილის ეფექტი გააძლიერა“,ამბობს Johnnie Walker-ის გლობალური ბრენდის ელჩი, ტიმ ფილიპს-იოჰანსონი.

ახლა კი გამარჯვებულები მოგზაურობის მოლოდინში არიან, რომელიც 2025 წლის იანვარშია დაგეგმილი და საოცარ გამოცდილებას ჰპირდება თითოეულ მათგანს. ისინი საკუთარი თვალით ნახავენ, როგორ მიმდინარეობს ვისკის დისტილაციის პროცესი; დააგემოვნებენ Johnnie Walker Black Label-ს დოქტორ ემა უოქერთან ერთად; დაათვალიერებენ ბრენდის სახლს: Johnnie Walker Princes Street; მოინახულებენ Diageo-ს არქივს და ა. შ.


Johnnie Walker-ის შესახებ:

Johnnie Walker არის მსოფლიოს ნომერ პირველი შოტლანდიური ვისკის ბრენდი, რომელიც პოპულარულია 180-ზე მეტ ქვეყანაში. Johnnie Walker Black Label მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ სკოჩია და მზადდება 29-ზე მეტი ვისკის შერევით, შოტლანდიის ოთხივე კუთხიდან.

დიაჯეოს შესახებ:

დიაჯეო არის ალკოჰოლური სასმელების გლობალური ლიდერი, რომელიც გამოირჩევა ბრენდების მრავალფროვანი პორტფელით სპირტიანი სასმელების და ლუდის კატეგორიებში( Johnnie Walker, The Singleton, Talisker, Crown Royal, JεB and Buchanan’s whiskies, Smirnoff, Cîroc and Ketel One vodkas, Captain Morgan, Baileys, Don Julio, Tanqueray and Guinness).

#KeepWalking #BlackLabelChallenge

[R]

ფესტივალი TELA 12-14 ივლისს ასურეთში გაიმართება

ავტომობილის მოვლის ხელოვნება – „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული კამპანია