დაახლოებით, ერთი თვის წინ, სერიალ “შავი სარკის” შემქმნელმა ჩარლი ბრუკერმა განაცხადა, რომ მე-6 სეზონის გამოშვება გადაიდო. მისი განმარტებით, მომავლის ის ვერსია, რომელიც სერიალშია წარმოდგენილი, რეალურ სამყაროში უკვე არის და ამიტომ, ახალი სეზონის გამოსვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. სწორედ ეს იქცა კრეატიული სკოლა Brother Ad School-ის შთაგონების წყაროდ და “შავი სარკის” მე-6 სეზონისთვის ასეთი გარე რეკლამა შექმნა. გარე რეკლამაზე სარკეა, სიძველის ეფექტით. ის გვამცნობს, რომ მე-6 სეზონის ნახვა ახლა დედამიწაზე ყველგან არის შესაძლებელი, რეალურ ცხოვრებაში.