in

Black Mirror-ის მეშვიდე სეზონი 2025 წელს გამოვა!

Black Mirror-ის მეშვიდე სეზონი გზაშია და ეს ამბავი უკვე Netflix-მაც დაადასტურა. ჩარლი ბრუკერის სამეცნიერო-ფანტასტიკური ანთოლოგია 2025 წელს გამოვა. ახალი სეზონი 6 ეპიზოდში იქნება მოქცეული. ერთ-ერთი კი ამ ეპიზოდებიდან მეოთხე სეზონის USS Callister-ის გაგრძელება იქნება, რომელშიც ჯესი პლემონსი თამაშობდა.

რობერტ დალი მოკვდა, მაგრამ USS Callister-ის ახალი ეკიპაჟისთვის პრობლემები ახლა იწყება…, — ვკითხულობთ აღწერილობაში.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ Black Mirror-ის სტანდარტებისგან განსხვავებით, შოუ შედარებით ადრე ბრუნდება. მეექვსე სეზონის პრემიერა გასულ წელს შედგა და მრავალფეროვან ეპიზოდებს მოიცავდა — დაწყებული კოსმოსით, დამთავრებული სტრიმინგის სატირული მომავლით. მართალია, არ ვიცით, რა თემებს დაფარავს ახალი ეპიზოდები, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლეს ტექნოლოგიურ ამბებსაც შეეხებიან, იქნება ეს AI თუ მეტავერსი.

თიბისის მხარდაჭერით, სერგო ფარაჯანოვის 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ნახეთ: ყოველდღიური ცხოვრების ესთეტიკური პეიზაჟები