ოდესმე გქონიათ სურვილი, რომ საკუთარი თავი სატელევიზიო შოუში გეხილათ? ან მთელი სერიალი უშუალოდ თქვენზე ყოფილიყო აგებული? Black Mirror-ის ახალ ეპიზოდს თუ დავეყრდნობით, ეს არც ისე კარგი იდეაა, როგორ მომხიბლავადაც ჟღერს…
თუმცა თუ მაინც გსურთ ამ სახიფათო ფანტაზიაში გადაშვება, მაინც შეგიძლიათ თავი სერიალის მთავარ გმირად აქციოთ. ამისათვის Netflix-მა ყალბი სტრიმინგ პლატფორმა შექმნა, ავთენტური სახელწოდებით: Streamberry.
ვებგვერდი ისეთივეა, როგორც დისტოპიური ანთოლოგიის შოუში ვხედავთ: მთავარი პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება დრამატულ სერიალზეა ადაპტირებული — თავად კი ძალიან ცუდ პიროვნებადაა წარმოდგენილი.
ამასთან, Streamberry არის Netflix-ის პაროდია, იდენტური განლაგებითა და ბრენდის პალიტრით. აქ შესაძლებელია, მომხმარებლებმა საკუთარი Is Awful შოუები შექმნან, სახელების მითითებისა და ფოტოების ატვირთვის საფუძველზე.