საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კონკურსს აცხადებს შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ დირექტორის თანამდებობაზე.
სამინისტრო განიხილავს იმ უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი პირის შესაძლებლობებს, ვისაც ღონისძიებების ორგანიზებისა და მომსახურების, PR-ის, მარკეტინგის, ტურიზმის ან კულტურის სფეროებში მუშაობისა და ამავე დროს, მენეჯერის პოზიციაზე საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს. შეუძლია ქართულ და ინგლისურ ენებზე ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და ანგარიშგება (წერითი და ვერბალური უნარები), შემოქმედებითია და ამასთანავე, დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა აქვს, მათ შორის, რესურსების განაწილების ოპტიმიზაციის (ადამიანები, სახსრები, აქტივები). შეუძლია საჯარო გამოსვლები და მასმედიასთან კარგი კომუნიკაციის დამყარება.
ვაკანსიის შესახებ განცხადება განთავსებულია jobs.ge -ზე. საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით სხვა დეტალური ინფორმაციაც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://jobs.ge/202972//
განხილვა