in

Black Sea Arena განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა

საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“, მართვის უფლებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. GBC-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.

Black Sea Arena შეკვეთილში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), 2016 წლის ივლისში გაიხსნა. საკონცერტო სივრცე 10 000-მდე მაყურებელს იტევს, აღჭურვილია სპეციალური აპარატურითა და განათების სისტემებით; აქვს მოძრავი სახურავი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მას, 2016 წლიდან ამ დრომდე, სახელმწიფო შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ მართავდა.

ლეგოს 400 000 კონსტრუქტორით აწყობილი ფოლკსვაგენი

“გაუზიარე ცოტათი მეტი..”