14
Jun
2019

რა გელოდებათ Black Sea Arena-ზე 16 ივნისს?!

14 Jun 2019

16 ივნისს, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი Black Eyed Peas გახსნის. როგორც შოუს ორგანიზატორები ამბობენ, ტექნიკურად  უკვე ყველაფერი მზადაა და ახლა ბოლო შტრიხებს ავლებენ. Black Sea Arena ღონისძიების რუკას აქვეყნებს, სადაც მონიშნულია ყველა ის წერტილი, რომელმაც, შესაძლოა, დაგაინტერესოთ.

მათ შორისაა სიახლე, რომელსაც, ორგანიზატორები, სტუმრებს წელს პირველად სთავაზობენ – არენის გარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური სცენა:

„როდესაც საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე შესასვლელი კარი გაიღება, (საღამოს ექვსი საათიდან) ამ ლოკაციაზე საინტერესო მუსიკალური ნაწილი გელოდებათ. პროგრამა კონცერტის დაწყებამდე გაგრძელდება“.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, Black Eyed Peas-მდე, სცენაზე წარდგება Endorphins და Cosmic Love Rotaton წარდგებიან.  მთავარი კონცერტი კი  21:00 საათზე დაიწყება.

„გარე ტერიტორიაზე შეგხვდებათ სპციალურად მოწყობილი ნაწილი ბავშვებისათვის, ე.წ. საბავშვო ზონა, რომელსაც კომპანია „ჩერო“ წარმოგიდგენთ. მის გვერდით კომპანია „ლიდერფუდი“ დაგხვდებათ, საკუთარი ხორცპროდუქტებით და სპეციალურად „ბლექ სი არენისთვის“ შექმნილი მენიუთი, ასე რომ, კონცერტის დაწყებამდე გემრიელად წახემსებას შეძლებთ. ამ ყოველივეს შემდეგ, ან თუ გნებავთ, მანამდეც, Photo Bus-ს შეგიძლიათ მიაკითხოთ, სადაც თქვენი საუეკთესო განწყობის ფოტოზე გადატანას შეძლებთ.  მომხმარებელს სხვადასხვა სასმელს შეთავაზებენ სპეციალურად მოწყობილ „მარტინის“კუთხეში. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსებულია ბანკომატი“.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები  TKT.GE -ზე, Eventer.ge-სა და Biletebi.ge-ზე იყიდება.

[R]

განხილვა