in ,

ვის მოუსმენთ წელს “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე”?

დაახლოებით 1 თვე რჩება სანამ ბათუმის ჯაზ ფესტივალი სტარტს აიღებს. ვინც შარშანაც დაესწრო ფესტივალს, აუცილებლად ემახსოვრება თუ რაოდენ შთამბეჭდავი იყო თითოეული გამომსვლელი – Al McKay-ის ვარსკვლავების სუპერჯგუფმა კი მგონი დასწრების რეკორდიც კი მოხსნა. რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს ბათუმი სიახლით ეგებება – პირველად ფესტივალის ისტორიაში იცლება ლოკაცია – ჩოგბურთის კორტებიდან, ფესტივალი ახლად შექმნილ სივრცეში, „სთეიჯ 17“-ში გადაინაცვლებს და ჩვენც გულმოდგინედ ველოდებით ახალ საფესტივალო გამოცდილებას.

bog
bog-mob

რაც შეეხება თავად შემსრულებლებს, რომელთა მოსმენაც 3 დღიანი ღონისძიბებების ფარგლებში შეგვეძლება:

28 ივლისს, ფესტივალს ცნობილი ქართული ბენდი, Bedford Falls გახსნის. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი უკვე დიდი ხანია გაცდა მხოლოდ ჯაზ მუსიკის ფარგლებს და მსმენელს ყოველწლიურად მრავალჟანრულ Line-up-ს სთავაზობს – ფანკი, ჰიპ-ჰოპი, სოული და როკ მუსიკა წარსულშიც არაერთხელ ყოფილა აღნიშნული დღეების ნაწილი და მსმენელიც ყოველთვის ელოდება სიახლეს. მით უფრო, როდესაც Bedford Fall-მა მაისში სრულიად ახალი გამოუშვა და ფესტივალმაც შანსია რომ სრულიად ახალი, ახალგაზრდა აუდიტორია მოიზიდოს.

ამავე დღეს პროგრამას პროექტი Soul Train გააგრძელებს. ვისაც აფროამერიკულ კულტურასთან და მუსიკასთან ახლო შეხება აქვს, მან SouL Train-ის შესახებაც იცის. ეს მუსიკალური/საცეკვაო გადაცემა, 70-იანი წლებიდან მოდის და მის ეთერში უამრავი  RnB, სოულ, ფანკ და დისკო მუსიკოსი თუ ბენდი გამოსულა – მოკლედ რომ ვთქვათ აფრო ამერიკული კულტურის პოპულარიზაციაში, ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. წლების შემდეგ ახალგაზრდა დრამერმა .J. Flueck-მა, რომელიც ბათუმს შარშან სხვა პროექტით, The Next Movement-ით ეწვია, გადაწყვიტა გაეხსენებინა და გაეცოცხლებინა Soul Train-ის ენერგია და ბენდთან ერთად შეესრულებინა ის ჰიტები, რომელიც ამ გადაცემის ფარგლებში საქვეყნოდ ცნობილი გახდა. სწორედ ეს ბენდი დაასრულებს 28 ივლისის საღამოს პროგრამას.

29 ივლისს, ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი, ლეგენდარული მარკუს მილერი გველოდება, რომელიც ბოლოს საქართველოში 15 წლის იმყოფებოდა. “მარკუსს სტუდიაში ისეთი კონცენტრაცია აქვს, რომ ხშირად საშიშიცაა“  ეს სიტყვები მაილს დევისს, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჯაზ შემსრულებელს ეკუთვნის. მარკუსი – მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, არანჟირების ავტორი, სიმღერების ავტორი და – ალბათ ყველაფერზე მეტად – ლეგენდარული ბასისტი მარკუს მილერი. პირველად სცენაზე თექვსმეტი წლის ასაკში გამოჩნდა და თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში, მის ანგარიშზე 600-ზე მეტი ჩანაწერია, რაზეც უმუშავია ან/და მისი ნაწილი ყოფილა. მარკუსი საყოველთაოდ ითვლება ერთ-ერთ დიდებულ მუსიკოსად, რომელიც ცოცხალ ლეგენდათა მცირე სიაშია შესული. სწორედ ის არის იმის მიზეზი, რომ მაილსის ალბომი „TuTu“ ჟღერს ისე, როგორც ჟღერს. აგრეთვე ის  არის ლუთერ ვანდროსის ყველაზე დიდი ჰიტების მთავარი კომპოზიტორი. სხვადასხვა დროს ის მიიწვიეს მაიკლ ჯექსონმა, ფრენკ სინატრამ, ბილ უიზერსმა, ჟან-მიშელ ჟარმა, უეინ შორტერმა და ბიონსემ – და ეს სია გრძელია – რომ მათ კომპოზიციებში ბასზე დაეკრა. თითქოს ეს მიღწევების სია არ კმარა, მან ასევე გამონახა დრო ორმოცდაათი სოლო ჩანაწერის გამოშვებისთვის, რისთვისაც დაიმსახურა კიდეც გრემის 2 ჯილდო. 29 ივლისს მარკუს მილერი ბათუმს განახლებული პროგრამითა და ბენდით ეწვევა, ჩვენ კი ფანკის ოკეანეში შესაცურად უნდა მოვემზადოთ.

30 ივლისს,  ფესტივალს Brooklyn Funk Essentials დახურავს. ნიუ-იორკში დაფუძნებული ეს უჩვეულო ჯგუფი წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. Brooklyn Funk Essentials წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც არაპროგნოზირებადი, მულტიკულტურული პროექტი, რომელიც აერთიანებს სტილებს და შთაგონებებს მთელი მსოფლიოდან: ფანკი, ჯაზი, აფრობიტი, როკი, სოული და ჰიპ ჰოპიც კი. არტურ ბეიკერის და ლატი კრონლუნდის მიერ დაარსებული ჯგუფი იყო მუდმივი და მთავარი რეგულარი ნიუ-იორკის კლუბის სცენაზე, სანამ 1994 წელს არ გამოვიდა მათი სადებიუტო ალბომი “Cool & Steady & Easy”, რამაც კარი გაუღო ჯგუფის საერთაშორისო აღიარებას. შემდგომმა ალბომებმა, მათ შორის “In the Buzz Bag” (1998) და “Make Them Like It” (2000), ასევე მოიპოვა ფართო პოპულარობა და მოწონება ერთგული აუდიტორიის მხრიდან. მათი ახალი ალბომი „Intuition“ ამ წლის მაისში გამოვიდა და ბენდი სწორედ მას შეასრულებს ქართველი მსმენელისთვის.

მოკლედ ბათუმში ეს 3 საღამო ცხელი იქნება და მას უკვე ვეღარც წვიმა შეუშლის ხელს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია კარგად შევისწავლოთ ბენდების შემოქმედება და მომზადებულები დავხვდეთ მათ.

Bolt Talents – ანაზღაურებადი სტაჟირება და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა

Google-ის ახალი ტექნოლოგია „უსასრულო სელფებს“ ავტომატურად შექმნის