28-30 ივლისს ბათუმი რიგით მე-16 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. როგორც ყოველთვის, ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები კი მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.
აქვე წლევანდელ ფესტივალს სიახლეც აქვს — წლების შემდეგ შავი ზღვის საფესტივალო ადგილი შეიცვალა, სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ უმასპინძლებს (ქ.ბათუმი, რუსთაველის ქ 34).
წელს ჯაზფესტივალს სტუმრობენ:
28 ივლისი
ბედფორდ ფოლსი (Bedford Falls)
სოულ თრეინი (SOUL TRAIN)
29 ივლისი
ლეგენდარული მარკუს მილერი (MARCUS MILLER European Tour 2023)
30 ივლისი
ბრუკლინ ფანკ ესენშელს (BROOKLYN FUNK ESSENTIALS)
ყოველი დღის ბოლოს, 24:00 ივერია ბიჩზე TNM JAM SESSION
სტუმრებისთვის ფესტივალის კარი 19:00 საათზე გაიღება.
ფესტივალის სპონსორები: თიბისი კონცეპტი, ვიზა, მაზდა
ტრადიციული მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია
ფესტივალის პარტნიორი: „სთეიჯ 17“, „ივერია ბიჩი“
მასპინძელი: რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“
საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, Marketer.ge, ონლაინ გამოცემა — ბათუმელები, პალიტრა მედია, რადიო უცნობი, სარეკლამო სააგენტო ალმა
ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.