in

შავ ზღვაში, მსოფლიოში ყველაზე ძველი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

ბერძნული სავაჭრო გემი, შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროს მიმდებარედ აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით, ის დაახლოებით, 2 400 წლის წინ ჩაიძირა.

BOG
BOG

23 მეტრიან ხომალდს ინგლისელმა და ბულგარელმა სპეციალისტებმა მიაგნეს და ოფიციალურად აღიარეს, როგორც მსოფლიოში ჩაძირული ყველაზე ძველი გემი.

შავი ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი გემი 3D ფორმატში

„როცა დისტანციური მართვის სატრანსპორტო საშუალება მიაპობს ტალღებს და ფსკერზე ხედავთ ხომალდს, რომელიც შესანიშნავად არის შენახული, გიჩნდებათ გრძნობა, თითქოს, უკან იმოგზაურეთ დროში და იმ ეპოქაში ხართ, როცა ჩაიძირა. ეს აბსოლუტურად სხვა სამყაროა“, – ამბობს ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი ჰელენ ფარი.

სპეციალისტების თქმით, აღმოჩენილი სავაჭრო გემი ძალიან ჰგავს ძველბერძნულ ლარნაკზე გამოსახულ იმ ხომალდს, რომლითაც მითოლოგიური გმირი ოდისევსი მოგზაურობდა.

არქეოლოგები შავი ზღვის ფსკერზე აღმოჩენილ გემს ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნით ათარიღებენ

არქეოლოგები ამბობენ, რომ გემს ადგილს არ შეუცვლიან, მხოლოდ მცირე ნაწილი აიღეს და ისიც მის დასათარიღებლად გამოიყენეს.

აღმოჩენის დეტალებთან დაკავშირებით, ლონდონში, რამდენიმე დღეში, სპეციალური კონფერენცია გაიმართება.

წყარო: BBC News

ერთი სული გვაქვს, მოვისმინოთ შენი პირველი ხუმრობა საჯარო გამოსვლის დროს!

იაპონური ჩაის ცერემონია თბილისში