აფხაზეთი 70-იანი წლებიდან დღემდე! – გამოფენა “შავი ზღვის მარილიანი გემო”
Abkhaz boys play in a hot spring in Ochamchira.
“შავი ზღვის მარილიანი გემო“აერთიანებს ცნობილი საერთაშორისო ფოტოგრაფების – სააგენტოების Magnum, Noor და Maps წარმომადგენლების, უცნობი ტურისტის ნაპოვნ ფოტოებს, ოფიციალურ და სამოყვარულო ქრონიკებს, ასევე ადგილობრივი ხელოვანების მიერ გადაღებულ და დანახულ აფხაზეთს მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე. თბილისის ფოტო ფესტივალი პირველად გააერთიანებს ამ მასალას და მულტიმედიურ ფორმატში შესთავაზებს მაყურებელს ამერიკელი მუსიკოსის ბე უილერის ცოცხალი მუსიკის თანხლებით. გამოფენა 20 სექტემბერს, 20:30-ზე, სასტუმრო “სტამბას” ამფითეატრში გაიმართება.
“ შავი ზღვის მარილიანი გემო “:ერიკ ბოდლერი, ანნა ძიაპშიპა, იონას ბენდიკსენი/Magnum Photos, ფოტოები საოჯახო ალბომიდან, მარია გრუზდევა, იური კოზირევი/NOOR, იუსტინა მელნიკევიჩი/MAPS, გიორგი პინხასოვი / Magnum Photos, თომას დვორჟაკი / Magnum Photos, მარი-ალის ბრადნერ ვოლფსაჰენი, უცნობი პოლონელი ტურისტის ფოტოარქივი, 70-იანი წლების კინო ჟურნალები, ნაპოვნი ფოტო არქივები.