მობილურების ყოფილმა “მეფემ” BlackBerry საახალწლოდ ნეგატიური ცვლილებები განიცადა… როგორც კომპანიამ განაცხადა, 4 იანვრიდან კლასიკური მოწყობილობები, რომლებიც BlackBerry OS 7.1 -ს ან OS 10-ს იყენებს, ძირითად სერვისებს დაკარგავს.
საქმე ეხება აბსოლუტურად კრიტიკულ ფუნქციებს, როგორიცაა სატელეფონო ზარები, ტექსტური შეტყობინებები, მონაცემთა გადაცემა და თუნდაც გადაუდებელი წვდომა 911-ზე. ასევე, შესაძლებელია, პრობლემები წარმოიქმნას Wi-Fi-სთან და აპლიკაციებთან — მათ შორის, BlackBerry World და Desktop Manager. 4 იანვარი PlayBook-ისთვისაც დასასრული იქნება…
რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის. BlackBerry-მ 2019 წელს დახურა თავისი აპლიკაციების მაღაზია და მისი პოპულარული შეტყობინებების სერვისი (BBM). ყოველ შემთხვევაში მას ჯერ კიდევ აქვს QNX — თანამედროვე BlackBerry ოპერაციული სისტემა, რომელიც ამუშავებს Toyota-ს, Audi-ს, Honda-ს და ბევრი სხვა პოპულარული ავტომობილების მწარმოებლის საინფორმაციო გასართობ სისტემებს.