2013 წლის ზაფხულიდან BBM ანუ BlackBerry Messenger-ი iOS და Android-ის მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ამ სიახლით სარგებლობა ნებისმიერ iOS სისტემაზე და მინიმუმ Android 4.0 მფლობელებს შეეძლებათ. პროგრამა უფასოდ გავრცელდება, როგორც BBM-ის წარმომადგენელმა განაცხადა BBM-ის უპირატესობა დაცული სისტემაცაა.
ამ სიახლის შესახებ ჯერ კიდევ 2011 წელს ლაპარაკობდნენ, იყო მოსაზრება, რომ BBM-ით სხვა სისტემის მფლობელებს უფასოდ არ უნდა ესარგებლად, მაგრამ 2013 წლის მონაცემების მიხედვით, როდესაც BBM-ს Facebook Chat,Viber, WhatsApp, და iMessage თავისი 140 მილიონი მომხმარებლით კონკურენციას უწევს, პროგრამით სარგებლობისთვის ფასის დადება ძალიან დიდი სისულელე იქნებოდა, BBM-ი კი მომხმარებელს დაკარგავდა.
რაც შეეხება BlackBerry-ს მომხმარებლებს, მათთვის BBM-ი არის ხაზზე ყოფნის საუკეთესო საშუალება, სადაც ტექსტის გაგზავნასთან ერთად შეგიძლიათ გააგზავნოთ ფოტო ან ვიდეო მასალა და ამავდროულად ეს ყველაფერი კონფიდენციალური დატოვოთ. BBM-ის ქსელში 60 მილიონამდე მომხმარებელია ჩართული და ქსელის საშუალებით დღეში 10 მილიონზე მეტი შეტყობინება იგზავნება.
შეაფასეთ BlackBerry-ს მოქმედება, სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა? (პასუხი დაასაბუთეთ)













