in

ნახეთ: BlackBerry ისევ ცოცხალია – მის უახლეს სმარტფონს 5G კავშირი ექნება!

კლავიატურა სტატიკურია და ყოველთვის ეკრანზეა გამოსახული!

როგორც ჩანს, BlackBerry-ს ჯერ კიდევ აქვს ბრძოლის ძალა შერჩენილი!

კანადურმა კომპანიამ 2016 წელს სმარტფონების წარმოება შეწყვიტა და მთელი ყურადღება ინტელექტუალურ უსაფრთხოების პროგრამებსა და სერვისებს დაუთმო. ახლა კი, მან გადაწყვიტა, მომავალი სმარტფონები მობილური უსაფრთხოების კომპანია OnwardMobility-თან პარტნიორობით შექმნას. გასული წლის აგვისტოში ამ უკანასკნელმა პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მალე 5G BlackBerry Android-ს ვიხილავდით.

სწორედ პრესრელიზის წარდგენის დროს გავიგეთ ისიც, რომ სმარტფონის დიზაინის შექმნაზე Foxconn-ის შვილობილი კომპანია FIH Mobile Limited იზრუნებდა. ბუნებრივია, ამ დაანონსებამ ყველა “ინტრიგაში ჩააგდო” და ალბათ, ბევრი თქვენგანი მოუთმენლად ელის, როდის იხილავს სმარტფონს…

სმარტფონის წარდგენის თარიღის მოახლოებასთან ერთად კი, დიზაინერმა ჯერმეინ სმიტმა LetsGoDigital-თან თანამშრომლობის ფარგლებში სავარაუდო მოდელის ვიზუალი გამოაქვეყნა.

ჰკითხეთ iPhone-ის მომხმარებლებს, თუ რა აღიზიანებთ სმარტფონში ყველაზე მეტად? პასუხად აუცილებლად მიიღებთ მის ზომას, რომელიც მოდელიდან მოდელამდე იზრდება… თუმცა ეს მხოლოდ “ეფლის” პრობლემა არაა – როგორც ჩანს, Blackberry Key 3-ის სიმაღლე 1.5 ინჩით იზრდება.

მართალია, ფიზიკური კლავიატურა ყოველთვის ამ ბრენდის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ შესაძლოა, სენსორული სლაიდ-კლავიატურა უკეთესი გადაწყვეტილება იყოს დღევანდელი მსოფლიოსთვის… როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში კლავიატურა სტატიკურია და ყოველთვის ეკრანზეა გამოსახული, მაშინაც კი, როდესაც ის არ გჭირდებათ – ასე რომ, მისი გამოყენება მარტივია და თანაც, ეს სრული ეკრანის ინტერფეისის საშუალებას იძლევა.

გარდა კლავიატურისა, მნიშვნელოვანია, რომ BlackBerry ტელეფონებს უსაფრთხოების გაცილებით მაღალი სტანდარტი აქვთ, ვიდრე თქვენს ჩვეულებრივ Android ან iOS მოწყობილობას.

სმარტფონის უკანა მხარეს კამერის 3 ლინზა და Blackberry-ს ლოგოა მოცემული. როგორც კომპანიამ განაცხადა, მისი კამერა ისეთივე კარგია, როგორც OnePlus 8-ის. რაც შეეხება ეკრანს, მას ე. წ. “გარდამავალი” ეკრანი აქვს, ოდნავ გამოწეული ჩარჩოთი. ასევე, სმარტფონს 3.5 მმ-იანი ყურსასმენის ჯეკიც კი აქვს!

და ბოლოს, ჯერმეინ სმიტი გვარწმუნებს, რომ სმარტფონს შესაძლოა, უსადენო დამუხტვის ფუნქციაც კი ჰქონდეს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა ცნობილი და მოგვიწევს, დაველოდოთ, როდის წარადგენს კომპანია რეალურ სმარტფონს…

“იაპონია იმაზე მეტად განსხვავებულია, ვიდრე წარმოვიდგენთ” – დათო ტურაშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კამპანიაში

ჯილდოზე წარდგენის დრო იწურება! ICT სფეროში ინდივიდებისა და ორგანიზაციების განსაკუთრებული წვლილის აღიარებისთვის