19
Jul
2019

კორი ჰენრის ფანკ პერფორმანსი ჯაზ ფესტივალის სცენაზე (დღე 1)

19 Jul 2019

ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი მეცამეტედ ტარდება და ჯაზის, ფანკისა და სხვა მიმდინარეობის სინთეზით ამახსოვრებს თავს მელომანებს.ღონისძიების პირველ დღეს, 18 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჯაზისა და ფანკის მოყვარულები მუსიკოს კორი ჰენრის (CORY HENRY & The Funk Apostles) მოსასმენად შეიკრიბნენ. ფესტივალი არტისტმა დავით მაჩაიძემ (DJ.MACHAIDZE) გახსნა. მის შემდეგ კი, მსმენელის წინაშე ამერიკელი მუსიკოსი, კორი ჰენრი, წარდგა ბენდთან ერთად. 32 წლის კორი ჰენრი გოსპელის, ჯაზისა და ფანკის შემსრულებელი. ვოკალისტმა, ორღანისტმა და პიანისტმა მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო. ამ დრომდე, მან არაერთი ალბომი გამოუშვა და მსოფლიო ჩარტების მოწინავე პოზიციებიც დაიკავა. მისი ნამუშევრები ჯაზისა და გოსპელის საუკეთესო ალბომებს შორისაა. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კორი ჰენრის გარდა, ფესტივალზე წარდგება ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO))ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“, ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)), ფესტივალის ოფიციალური რეზიდენტ Dj არის არტისტი დავით მაჩაიძე – DJ. MACHAIDZE.

ფესტივალის მხარდამჭერია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.

განხილვა