in

როგორ გავუმკლავდეთ გადაბრალების კულტურას სამსახურში?

რაიმეს გადაბრალება ადამიანებისთვის უცხო სულაც არ არის. ეს საკმაოდ ხშირი მოვლენაა და ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. სამუშაო კონტექსტში, ბრალის სხვაზე გადატანა შეიძლება ნორმად იქცეს, რაც არაჯანსაღ ტენდენციაში გადაიზრდება.

სამუშაო ადგილზე, დადანაშაულების კულტურა გულისხმობს გარემოს, რომელშიც ადამიანები ხშირად ადანაშაულებენ ხარვეზების ან შეცდომების გამო. დადანაშაულების კულტურა, ხელს უწყობს მტრული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას. როდესაც ყველა შეშინებულია, ისინი იწყებენ სხვების დადანაშაულებას, თუკი რამე არასწორედ მოხდება, რადგან საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღების ეშინია. მათ ასევე აფრთხობთ გარისკვა და აღიარება, დასჯიდან გამომდინარე.

  • დადანაშაულების კულტურამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა უარყოფითი შედეგები, მათ შორის:
  • შემცირებული სამუშაო კმაყოფილება და განწყობა (თანამშრომლები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათ დაადანაშაულებენ, ვერიქნებიან კმაყოფილი სამუშაოთი).
  • გაზრდილი თანამშრომელთა გადინება. თანამშრომლებს არ სურთ იმუშაონ კომპანიასთან, რომელიც მუდმივად ადანაშაულებს მათ ყველა პრობლემაში.
  • შემცირებული ჩართულობა და პროდუქტიულობა.
  • გადაწყვეტილების ხშირი ესკალაცია.
  • არცერთი ეს საკითხი არ არის ხელსაყრელი პოზიტიური, პროდუქტიული სამუშაო ადგილისთვის.

რა არის No Blame კულტურა?

ასეთ დროს, დამსაქმებლებსა და ხელმძღვანელებს ესმით, რომ შეცდომები ყოველთვის ხდება. ისინი მოუწოდებენ თანამშრომლებს, თავისუფლად შეატყობინონ თავიანთი შეცდომების შესახებ და ისწავლონ მათგან. ეს კულტურა საშუალებას აძლევს ყველა თანამშრომელს, მენეჯერებითა და გუნდის ლიდერებით დაწყებული, პერსონალით დამთავრებული, აუცილებლად ისაუბრონ შეცდომებზე, პრობლემაზე, ამასთან პასუხისმგებლობის შიშის გარეშე.

No-blame კულტურა ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითობას და ექსპერიმენტებს. იმის გამო, რომ თანამშრომლებს არ ეშინიათ დასჯის, ისინი უფრო ინოვაციურები არიან თავიანთ საქმეში.

ამ ტიპის სამუშაო ადგილის კულტურა ხასიათდება შემდეგი მახასიათებლებით:

ორგანიზაციის სირთულის აღქმა

ადამიანებისა და მათი სირთულის რეალისტური გაგება

მათი სამუშაოს გამოწვევების გააზრება

პატიოსნებისა და გამჭვირვალობის რწმენა

ხშირი საუბარი იმაზე, თუ რა მუშაობს და რა – არა

პატივისცემა სფეროს ექსპერტების მიმართ, მიუხედავად მათი პოზიციისა კომპანიაში

მკაფიო მოლოდინები ქცევის მიმართ

როდესაც რაღაც არასწორედ ხდება, დადანაშაულების კულტურაში, ერთ ადამიანს ან ჯგუფს ენიჭება იარლიყი „დამნაშავე“. უბრალო კულტურაში შეცდომები განიხილება სისტემურ საკითხებად, საიდანაც თანამშრომლებს შეუძლიათ ისწავლონ.

იმისათვის, რომ შეცვალოთ Blame კულტურა თქვენს კომპანიაში, უნდა იხელმძღვანელოთ მაგალითით. თქვენ ვერ შექმნით გარემოს, სადაც თქვენი თანამშრომლები თავს კომფორტულად გრძნობენ თავიანთ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებას, თუ ამას თავად არ აკეთებთ.

დაიწყეთ შეცდომების თქვენს გუნდთან გაზიარებით. ისაუბრეთ იმაზე, რაც ისწავლეთ და აუხსენით, რა ნაბიჯები გადადგით, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები მომავალში.

როდესაც თქვენ უზიარებთ თქვენს შეცდომებს, თქვენ აჩვენებთ თანამშრომლებს, რომ მათთვის უსაფრთხოა შეცდომების გაზიარება. ეს მიდგომა ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სამუშაო ადგილს ქმნის.

ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რისი შეცვლაც შეგიძლიათ

ბუნებრივია, უნდა დაადგინოთ, რა მოხდა არასწორად. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმაზე, რისი შეცვლაც შეგიძლიათ, რათა მომავალში იგივე პრობლემა არ განმეორდეს.

ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ იპოვოთ ვინმე, ვისაც დაადანაშაულებთ. ამის ნაცვლად, გააძლიერეთ საკუთარი თავი და თქვენი გუნდი იმ აზრით, თუ რა შეგიძლიათ შეცვალოთ წინსვლისას.

დელეგირება

ეს დადანაშაულების კულტურის საწინააღმდეგო იარაღია. ასე თანამშრომლებისთვის ნდობის დემონსტრირებას შეძლებთ. როდესაც ხშირად დელეგირებთ, თქვენს თანამშრომლებს საშუალებას აძლევთ თავის თავზე აიღონ ახალი გამოწვევები და პასუხისმგებლობები. ასევე, აძლევთ შანსს დაუშვან შეცდომები – ეს კი სწავლის შესაძლებლობაა.

როდესაც დისკუსიას იწყებთ კითხვით, თუ რატომ გააკეთა ვიღაცამ რაღაც ან რატომ დადგა კონკრეტული შედეგი, შეიძლება თავდაცვითი პოზიციისკენ უბიძგოთ. ისინი ჩათვლიან, რომ თქვენ მათ ადანაშაულებთ. ამიტომ, სანამ იკითხავთ „რატომ“, დაფიქრდით, ხომ არ გეგულებათ გამოხატვის უკეთესი გზა? მაგალითად, ასე: ჩამრთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან ასე: შეგიძლია ამიხსნა, როგორ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე? ეს დიალოგია და არა დადანაშაულება. ჰკითხეთ, რას გააკეთებდა სხვანაირად? რა ისწავლა ამ ყველაფრით? გაუზიარეთ, თქვენ როგორ გააკეთებდით.

 

წყარო: mtdtraining

სტარტაპი საცობებთან გამკლავებას მფრინავი მანქანით ცდილობს

კითხვა, როგორც უსასრულო შესაძლებლობები — Happy Reader-ის რეკლამა