in

BLANC – სრული სახის მოდულური ნიღაბი შეიქმნა ადამიანთა უსაფრთხოებისთვის

მეწარმეთა გუნდმა, პროდუქტის დიზაინერებმა და პირადი დამცავი აღჭურვილობის (PPE) სპეციალისტებმა წარმოადგინეს სრული სახის მოდულური ნიღაბი, სახელწოდებით “BLANC”. ის ჩაფიქრებული იყო, როგორც დამცავი ნიღაბი, ცხოვრების სტილის აქსესუარი, ციფრული ჰიგიენის მოწყობილობა, ტექნიკური გაჯეტი და კონფიდენციალურობის დამცველი. ‘BLANC’ ფარავს მომხმარებლების თვალებს, ცხვირსა და პირს, ხოლო FDA-ის მიერ დამტკიცებული HEPA ფილტრები იცავს მომხმარებლებს ნაწილაკების 99%-ისგან (მათ შორის მტვერი, კვამლი და აეროზოლი).

BLANC-ს ასევე აქვს ცვალებადი წინა პანელები, რომელთა პერსონალიზება შესაძლებელია დიზაინის სხვადასხვა ვარიანტებით. თანაც, სხვა ნიღბებისგან განსხვავებით, “ბლანკი” ერგება სახისა და თავის ინდივიდუალურ ანატომიურ მახასიათებლებს.

კონცეფციის შემუშავების, მასალების ტესტირების, შეფასებისა და შესაბამისი პერსონალის დასაქმების ხარჯებმა მთლიანობაში 500 000 დოლარი შეადგინა.

“ნიღბები ხალხს ართმევს მათ პიროვნებას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რაღაც მიგვეცა ამის სანაცვლოდ. ალბათ ცოტა მეტი ვიდრე მხოლოდ სუფთა ჰაერის სუნთქვა და უსაფრთხოება”, – ამბობს მარია ლაპუკი, BLANC-ის თანადამფუძნებელი.

როგორც BLANC-ის შემქმნელები ამბობენ, მისი მეშვეობით ადამიანები პერსონალურ მონაცემებზე მაინც დაიბრუნებენ კონტროლს. შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, რომ ასე პიროვნების რეალური სახე იკარგება, მაგრამ ეს ასე არ არის. ახალი ნიღაბი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გადაწყვიტოს რომელი ემოციის გაზიარება სურს, რაც უბრალო სამედიცინო ან ნაჭრის პირბადით შეუძლებელია.

მალე, საქართველოში ახალგაზრდობის მოხალისეობის სრულყოფილი სტანდარტი დაინერგება

საინიციატივო ჯგუფი „მარტო დარჩენილი ცხოველებისათვის“ მიუსაფრების დასახმარებლად ორიგინალურ კამპანიას იწყებს