in

თბილისში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ახალი მაღაზია გაიხსნა

თბილისში, ფალიაშვილის #67-ში, ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინის“ მაღაზია გაიხსნა. ეს ბრენდის მეორე ფილიალია დედაქალაქში და როგორც თავად ამბობენ, მომხმარებელს, უმაღლესი ხარისხის, შვეიცარიული რეცეპტებითა და ტექნოლოგიით წარმოებული დავარგებული ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენა შეუძლია.

 

ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორის თათია არაბიძის თქმით, კომპანია, ფერმიდან მომხმარებლის კალათამდე, პროდუქტს პირადად აკონტროლებს:

„ ფალიაშვილის ფილიალი ჩვენი მეორე საფირმო მაღაზიაა, თბილისის მასშტაბით. პირველი წერეთლის #67-ში მდებარეობს, სადაც ხორცისა და ხორცპროდუქტების ფართო არჩევანია. ასეთივე იქნება ახალი ობიექტიც. აქ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება დახვდება. ჩვენ ვართ საქართველოში ხორცის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია, რომელიც, ფერმიდან მომხმარებლის კალათამდე, სრულ ჯაჭვს თვითონ აკონტროლებს. ასევე, ვართ ერთადერთი კომპანია დავარგებული ხორცის წარმოების მიმართულებით. ჩვენი პროდუქტი არის 100%-ით ნატურალური და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა თუ კონსერვანტებს, რის გამოც უგემრიელესი და აბსოლუტურად ჯანსაღია”, – ამბობს  თათია არაბიძე.

კომპანია, მისი წარმომადგენლების თქმით, საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების ხორცპროდუქტით არის წარმოდგენილი, რაჭაში საკუთარი საქონლის ფერმა და პირველადი დამუშავების საწარმო აქვს, ხორცის საბოლოო დამუშავება თბილისში ხდება და საფირმო მაღაზიებს მიეწოდება.

მაღაზიის გახსნას, მომხმარებლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე. ასევე, შვეიცარიის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სხვა.

„ეს ძალიან წარმატებული კომპანია მაღალმთიან რეგიონში ეკოლოგიურად სუფთა ხორცს აწარმოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველისთვის. მათი საქმიანობა გახდა ერთგვარი სტიმული, რომ განგვეხორციელებინა მეცხოველეობის ხელშემწყობი პროგრამები. ვიცი, რომ მათი პროდუქტი გამორჩეულია მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით, მინდა წარმატება ვუსურვო მათ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიას ახალი მაღაზიის გახსნა საქართველოში შვეიცარიის ელჩმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

„ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია შვეიცარიულ კომპანიას საქართველოს ბაზარზე საქმიანობა და რამდენად სანდოა ქართული ბაზარი. ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხი და სტანდარტი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.

ბლაუენშტაინის“ ახალი ობიექტის გახსნაზე, კომპანიამ „მაღაზია ბორბლებზეც“ წარადგინა, რომელიც სხვადასხვა უბანში ივლის და მომხმარებელს ადგილზე მიაწვდის ხორცსა და ხორცპროდუქტებს.

როგორც თავად ამბობენ, ეს იდეა მწარმოებელმა მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელა, რათა მყიდველებს ქალაქში გადაადგილების პროცესი გაუადვილოს და საკუთარ უბნებშივე მისცეს შესაძლებლობა, ეკოლოგიურად ჯანსაღი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შეიძინოს.

„წერეთელზე არსებულ ფილიალში კომპანიის პროდუქტი სრულად იყიდება, რამაც დაგვანახა, რომ ობიექტისა და ასევე, მოძრავი მაღაზიის დამატება იყო საჭირო, რათა კიდევ უფრო იოლად შეძლოს მომხმარებელმა პროდუქტის შეძენა. ჩვენ თავად ვაწარმოებთ საქონლის უმაღლესი ხარისხის ხორცსა და ხორცპროდუქტებს. ახლა ვაშენებთ ღორის ფერმას რაჭაში, რომელიც თანამედროვე ევროპული სტანდარტებს დანერგავს ამ მიმართულებით. მომავალში, ასევე, ვაპირებთ, ავაშენოთ რძის გადამამუშავებელი საწარმოც და ნატურალური რძის ყველი შევთავაზოთ მომხმარებელს“, – ამბობს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ირაკლი კერვალიშვილი.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „ბლაუენშტაინ საქართველო“ დავარგებულ ხორცსა და ხორცპროდუქტებს 2008 წლიდან აწარმოებს, ახალი მაღაზიისთვის 2-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, ჯამში კი, მას საქართველოს ეკონომიკაში 30 მილიონამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული.

„კომპანია იყენებს საქონლის უსტრესო დაკვლის მეთოდს, რათა ხორცი ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნდეს. ამის შემდეგ, საქონლის „კარკასები“ სპეციალურ მაცივრებში ინახება, სადაც ტემპერატურისა და ტენიანობის მკაცრი კონტროლის შედეგად, ხორცი სისხლისა და მავნე ტოქსინებისგან სრულად იცლება. ამ მდგომარეობაში ხორცი 21 დღის განმავლობაში ყოვნდება, რის შემდეგაც ის საუკეთესო გემოვნურ თვისებებს იღებს. პროდუქტის ტრანსპორტირებას კომპანია მანქანა-მაცივრებით ახორციელებს. მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდეგ ხვდება პროდუქცია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საფირმო მაღაზიაში. მნიშვნელოვანია, რომ წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წყდება სიცივის ჯაჭვი, რათა მაღაზიამ, საბოლოოდ კი მომხმარებელმა, უმაღლესი ხარისხის ცოცხალი ხორცი მიიღოს“.

[R]

დუეტი ხელოვნურ ინტელექტსა და ევროვიზიის გამარჯვებულს შორის – „ჰიმნი“, რომელიც AI-მ დაწერა

პრინცესა დიანას ავტოკატასტროფის თემაზე შექმნილი ატრაქციონი