in

Spotify-ს ახალი ფუნქცია მეგობრების საერთო გემოვნებას ახალ ფლეილისთად აქცევს

Blend-ის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის ივნისში გავრცელდა

veon
veon

მუსიკალური თვალსაზრისით, რამდენად სინქრონიზებული ხართ თქვენ და თქვენი საუკეთესო მეგობარი? სწორედ აქ ჩნდება Spotify – იგი მომხმარებლებს ეხმარება, სხვადასხვა ადამიანებთან არსებული მუსიკალური თავსებადობა დაადგინონ.

სერვისი, სახელწოდებით Blend, რომელიც ადრე ბეტა რეჟიმში მუშაობდა, ახლა უკვე ოფიციალურად გლობალური მასშტაბით ხელმისაწვდომია. ყოველი წყვილის შემთხვევაში სერვისი ინდივიდუალურ შეფასებას გვთავაზობს – ორი მომხმარებელი, რომელიც ერთგვარ “ნაზავს” ქმნის, გემოვნების შესაბამისობის ქულას მიიღებს. ეს მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად მსგავსი ან უნიკალურია მათი მუსიკალური გემოვნება.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული ფუნქცია სახალისო და საინტერესოა, ეს მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის ნაწილსაც წარმოადგენს. მეგობრებს ერთმანეთის მოწვევა შეუძლიათ, რათა თავადაც ჩაერთონ მუსიკალური გემოვნების თავსებადობის ტესტში.

Blend-ის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის ივნისში გავრცელდა, ახალ ინტერფეისთან, სახელწოდებით Only You. ეს უკანასკნელი თქვენს საყვარელ მუსიკაზე და იმაზე აქცენტირებს, თუ როგორ უსმენთ მას. ამ ინტერფეისის მსგავსად, Blend-ს სოციალური მედიის მხარდაჭერა აქვს – მომხმარებლებს შეეძლებათ, ე. წ. “მონაცემთა ისტორიები” სოციალურ ქსელში გააზიარონ.

სერვისზე წვდომას სფოთიფაის აპლიკაციიდან, კერძოდ, Made for You განყოფილებიდან მიიღებთ. დასაწყებად დააწკაპუნეთ ღილაკს “შექმენით მიქსი” და შემდეგ “მოიწვიეთ”, რათა აირჩიოთ მეგობარი, რომელიც თქვენს მიქსს შეუერთდება. მას შემდეგ, რაც მეგობარი მოწვევას მიიღებს, სფოთიფაი სპეციალურ გარეკანს შექმნის და შესაბამისობის ქულას გიჩვენებთ.

აშკარაა, Spotify ძალიან დიდ, ინოვაციურ ნაბიჯებს დგამს, როდესაც საქმე პერსონალიზაციის ტექნოლოგიებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები მსგავსი იდეების განხორციელებას ცდილობენ, სფოთიფაი სულ უფრო ვითარდება – იქნება ეს Only You, Blend თუ სპეციალურად შექმნილი მუსიკალური სია.

Blend დღეიდან მთელ მსოფლიოში იქნება ხელმისაწვდომი. შესაძლოა, მის ამოქმედებას გარკვეული დრო დასჭირდეს, ამიტომ თუკი სტატიის წაკითხვის დასრულებისთანავე თუ ვერ იხილეთ განახლება, ცოტა ხანში კვლავ შეამოწმეთ.

ფერმერმა ცხვრების დახმარებით, მინდორზე გულის ფორმა გამოსახა

“Volvo”, ანუ “ტრიალებს” – ერთ-ერთი მსხვილი ავტომწარმოებლის ისტორია