in

ადგილი, სადაც თქვენი დილა ბედნიერად იწყება – თბილისში ახალი კაფე Bliss Corner გაიხსნა

ჭავჭავაძის გამზირის #83-ში, II ბლოკში, გაიხსნა კაფე “Bliss Corner”, რომელიც მომხმარებლებს დილის პოზიტიურად დაწყებას ჰპირდება. ახალი კაფე შეიქმნა იდეით, რომ გახდეს ადგილი, სადაც სტუმრები გემრიელი, ჯანსაღი და პოზიტიური საუზმით დაიწყებენ დღეს. “Bliss Corner”-ის შემქმნელების თქმით, კაფე ორიენტირებულია არა მხოლოდ გემოვნების დაკმაყოფილებაზე, არამედ კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნაზე, რომელიც სტუმარს ჯერ კიდევ შესვლამდე აგრძნობინებს თავს.

კაფეს მენიუ დილის საუზმის, არომატული ყავის, ფერადი კოქტეილების, მატჩას, სხვადასხვა სახის სმუზისა და გამორჩეული ტკბილეულის მრავალფეროვნებას აერთიანებს. კაფეს წარმომადგენლების თქმით, Bliss Corner-ში ყველაფერი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ვიზუალურადაც შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთულია.

ინტერიერი მოწყობილია თბილ და მიმზიდველ ტონებში. ფისტისა და ვარდის ფერებში გადაწყვეტილი დეტალები სიმშვიდისა და ელეგანტურობის ატმოსფეროს ქმნიან. გარეთ კი მწვანე მაგიდები და სურნელოვანი ყვავილები სტუმარს შესვლამდე მოიყვანს კარგ განწყობაზე.

“Bliss Corner”-ის კონცეფცია განსაკუთრებულია თავისი ემოციური დატვირთვით. როგორც აღმოჩნდა, კაფეს იდეა მისმა მფლობელმა საკუთარ ტყუპ შვილებს მიუძღვნა, რაც აისახა არა მხოლოდ დასახელებაში, არამედ ბრენდის მთლიან იდენტობაში.

თითოეული სიტყვა, ფრაზა თუ ვიზუალური ელემენტი ქმნის პოზიტიურ ატმოსფეროს, რომელიც სტუმარს ჯერ კიდევ კარის ზღურბლზე აგრძნობინებს. ბრენდის სულისკვეთებას კარგად გამოხატავს კაფეს სხვადასხვა სლოგანები: “Have a blissful day”, “Sip, smile, repeat”, “Life is short, eat the cake”, “Bite into happiness”, “Happiness is fresh from the oven”, “Flour, sugar, love – the perfect recipe” და “Espresso yourself”. ეს სლოგანები, კაფეს წარმომადგენლების თქმით, “Bliss Corner”-ის ფილოსოფიის განსახიერებაა.

კაფე მიზნად ისახავს იქცეს მრავალფუნქციურ სივრცედ, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მშვიდად მიირთვან საუზმე, იმუშაონ ლეპტოპებით, შეხვდნენ მეგობრებს ან უბრალოდ, ქალაქის ხმაურისგან დაისვენონ.

“Bliss Corner” მზად არის უმასპინძლოს ყველას, ვინც ეძებს ადგილს, სადაც შეძლებს დღე დაიწყოს სიყვარულით, სიმშვიდითა და ბედნიერებით.

[R]

OpenAI-მ Codex წარადგინა — ახალი AI გენერატორი მხოლოდ კოდირებისთვის

23 მაისს, სასტუმრო „აფიშა“ Bene Exclusive-ის ახალ ნეთვორქინგ ღონისძიების სერიას – Benefit Talks-ს უმასპინძლებს