Bliss Yoga — ეს არის იოგა-პილატეს სტუდია, რომელიც ნინჩო ჯიბლაძემ და ალექსანდრა აბზიანიძემ ერთად დააფუძნეს, რათა მომხმარებლების სასიამოვნო გარემო შეექმნათ პროფესიონალ ინსტრუქტორებთან ერთად. აქ სჯერათ, რომ იოგა გაცილებით მეტია ვიდრე ფიზიკური მოქნილობა და ლამაზი სხეული, ეს არის ფილოსოფია, რომელიც გთავაზობთ უამრავ სარგებელს, რაც ხელს უწყობს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ კეთილდღეობას.
„ბევრი წელია, იოგა ჩემი არჩევანია, თუმცა უფრო მეტად ფიტნეს იოგაზე ვიყავი ფოკუსირებული. როცა მეკითხებიან, რატომ გადავწყვიტე ამ საქმის წამოწყება, პასუხი მარტივად მოდის: ეს არის ჩემი გზა, მცირე წვლილი შევიტანო ხალხის გაბედნიერებაში“, — აღნიშნავს ნინჩო ჯიბლაძე.
ბედნიერებას კი იმით უკავშირებენ მთავარ საქმიანობას, რომ ყველა იმ ვარჯიშს, რომელიც „ბლისში“ ტარდება, სიხარულისა და სრულყოფილების განცდა მოაქვს. როგორც თავად განმარტავენ, ვარჯიშისას ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გააკეთეს. „ყველა ვარჯიშის მერე ხარ უფრო ბედნიერი, მეტად მშვიდი და თავდაჯერებული ხარ… როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. გვსურს, ეს დისციპლინა მაქსიმალურად გავრცელდეს ჩვენს ქვეყანაში“, — ამბობენ Bliss Yoga-ში.
იოგა-პილატეს სტუდიაში ჰოლისტიკურ მიდგომას ეყრდნობიან, რაც ხელს უწყობს სხეულსა და გონებას შორის ჰარმონიული მდგომარეობის ჩამოყალიბებას. საბოლოოდ კი, ცხოვრების ხარისხიც უმჯობესდება — ფიზიკური ჯანმრთელობა, სისხლის მიმოქცევა, გონებრივი სიცხადე და ემოციური მდგრადობა. სხვა სიტყვებით, იოგის პრაქტიკა ხელს უწყობს გონებამახვილობას, დასვენებას, სიჯანსაღეს და უფრო დაბალანსებული ცხოვრების წესს, რაც მეტი თვითშეგნებისა და შინაგანი სიმშვიდის პირდაპირპროპორციულია.
Bliss Yoga-ში დაგხვდებათ: კლასიკური იოგა, მედიტაცია, პილატესი, ფიტნეს-იოგა, იოგა დამწყებთათვის, ბოდი ბალეტი, ჰათჰა იოგა, ფლოუ, ვინიესა იოგა, იოგა ბავშვებისთვის, პრენატალური იოგა. ასევე, ჰყავთ მასაჟის კვალიფიციური სპეციალისტები.
დაატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
[R]