in

ბლიცინტერვიუ: გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი – სალომე გოზალიშვილი

უკვე იცით, რომ “Spotlight X” 14 ივნისს სასტუმრო „ტელეგრაფში” გაიმართება და კიდევ ერთხელ შეკრებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როგორც წარმომადგენლებს, ისე ენთუზიასტებს. როგორც ყოველ წელს, ამჟამადაც, სპიკერები საგულდაგულოდ შეირჩნენ და მათ ნამდვილად აქვთ აუდიტორიისთვის გასაზიარებელი საინტერესო ამბები. 

Spotlight X-ის სცენაზე სულ 23 სპიკერი წარდგება, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ შთაგონების ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია. მათგან ერთ-ერთია სალომე გოზალიშვილი, Candy Crush Saga, Xbox/King-ის CRM მენეჯერი, რომელიც მსმენელთან პირისპირ წარდგენამდე marketer-ის ბლიცკითხვებს უპასუხებს:

M: რისი გჯეროდა ადრე და აღარ გჯერა დღეს?

კორპორაციულ საფეხურებზე ასვლის. სახელი და სტატუსი დღეს აღარაფერს ნიშნავს, მთავარია, ყოველდღიური ცხოვრებით, რომელიც მუშაობასაც მოიცავს, რამდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ.

M: ფრაზა/წინადადება, რომელიც გახსოვს ყველაზე ხშირად?

მეტი რისკი ნიშნავს მეტ ცდას, ხოლო ბევრი ცდა ნიშნავს როგორც ბევრ მარცხს, ასევე – ბევრ გამარჯვებას!

M: რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?

ვეტყოდი: მოეშვი, არ დასტრესო საკუთარი თავი მეტის კეთებით. ყველაფერი მაინც გამოდის ისე, როგორც გვჯერა, ამიტომ ჯობს სტრესის გარეშე აკეთო!

M: ყველაზე მეტად მეშინია…

ვაკეთო ცხოვრებაში მოსაწყენი, ერთი და იგივე საქმე, რომლისგანაც ახალს აღარაფერს ვსწავლობ.

M: ყველაზე ხშირად ვნანობ…

არ მახსენდება რას ვნანობ, ყველა შეცდომა მიყვარს, ისევე როგორც ყველა კარგი მომენტი.

M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?

„ბევრი ადამიანის აზრი უნდა გაითვალისწინო”, თუმცა, რაც უფრო მეტი გამოცდილება მივიღე, მივხვდი, რომ ადამიანებისა და მათი აზრის გაფილტვრას რაც უფრო სწრაფად შეძლებ, უფრო თავდაჯერებული ხდები და სწორ გადაწყვეტილებას იღებ.

M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?

წიგნი – რიჩარდ ბახის „თოლია, სახელად, ჯონათან ლივინგსტონის”, რომელმაც ჩემი კარიერა შეცვალა. „ი-ეს-ემის” ლოგოზე თოლია სწორედ აქედან მოდის. 

ადამიანი – გიორგი თურქია „ი-ეს-ემში”. ალბათ, გადატრიალება მოახდინა იმ კუთხით, თუ რა მარტივად მასწავლა ბიზნესის კეთების გზები და ადამიანებთან მოლაპარაკებები.

M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?

სირბილი, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება დიდ ენერგიას მაძლევს. The Strava-ს აპლიკაციაში შარშან მსოფლიოს ტოპ-10%-ში ვიყავი, იმდენი ვივარჯიშე.

M: გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა…

გზა თავისით არასდროს შეცვლილა, ყოველთვის მე ვასტიმულირებდი. ყველაზე სწორი გადაწყვეტილებები მაშინ მივიღე, როცა წარმატებული ვიყავი კარიერაში, მაგრამ მივხვდი, რომ არ მომწონდა ამ კარიერის მომავალი და სრულად ჩავეხსენი, რაც დიდ რისკზე წასვლას ნიშნავდა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?

ჩემი თავის რწმენა ყოველთვის მეხმარება. ვიცი, რომ ყველაფერი, რაც ემოციურ დონეზე ძალიან მინდა გამოვიდეს, გამოდის.

M: დაბოლოს, რას გაუზიარებ Spotlight-ის აუდიტორიას?

გავუზიარებ ჩემს გზას – როგორ მივედი კითხვიდან „რამდენ ადამიანს მართავ?” კითხვამდე: „რამდენ ადამიანს ეხმარები?” და რატომ არის მომხმარებელზე ფოკუსირება მთავარი სტრატეგია ყველა, ტექნოლოგიაზე კონცენტრირებული კომპანიისთვის.


ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel

Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Betsson

პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta

ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი

პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar

ბლიცინტერვიუ: გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი – გიორგი ვაშაკიძე

განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით, სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება