in

საქართველოში ენერგეტიკული საღეჭი რეზინი Blitz იყიდება

Blitz1ქართულ ბაზარზე პირველი ენერგეტიკული საღეჭი რეზინი უკვე იყიდება. კანადური ბრენდი Blitz–ის წარმომადგენელი საქართველოში, სასომხეთსა და აზერბაიჯანში “ლიტვური საცხობი +”-ია.

Blitz – ის პროდუქტის კატეგორიის მენეჯერი ლალი აბესაძე ამბობს, რომ მათ, ფაქტობრივად, ბაზარზე არსებული ცარიელი ადგილი აითვისეს. “ჩვენთან ენერგეტიკულ პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა. არის სხვადასხვა სასმელები, მაგრამ ენერგეტიკული საღეჭი რეზინი აქამდე არ იყიდებოდა. გადავწყვიტეთ ამ პროდუქტის შემოტანით ცარიელი ნიშა შეგვევსო.”

Blitz–ი ენერგიის აღდგენას უწყობს ხელს. ლალი აბესაძე ამბობს, რომ ერთ აბში 55 მლ გრამი კოფეინია. ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და ტაურინს (ნატურალური ამინომჟავა) . მისი თქმით, შემავალ ნივთიერებებს ორგანიზმი დაღეჭვიდან 10 წუთში ითვისებს და ენერგიის აღდგენაც უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ენერგეტიკული სასმელის მიღების შემთხვევაში.

საქართველოში ამჟამად სამი სახეობის – ორიგინალი (რედ ბულის გემოთი), მენთოლისა და დარიჩინის Blitz–ი იყიდება, მალე კი პიტნის არომატითაც შემოვა.

ერთი კოლოფი საღეჭი რეზინის ფასი 3 ლარამდეა. ჯერ-ჯერობით დიდ, ქსელურ სუპერმარკეტებშია, სამომავლოდ კი მცირე სავაჭრო ობიექტების “ათვისებასაც” გეგმავენ.

კონკრეტული სტატისტიკა, ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა, ლალი აბესაძის თქმით, სავაჭრო ობიექტებში მარაგი რამდენიმე დღეში იწურება. იმის მიუხედავად, რომ პროდუქტის ბაზარზე გამოჩენა არა აქტიურ პერიოდს დაემთხვა, ზაფხულის გარდა, “ხელისშემშლელ” ფაქტორად, შესაძლოა ისიც ჩაითვალოს, რომ Blitz –ს რეკლამა ან სხვა სახის მარკეტინგული მხარდაჭერა არ ჰქონია.

კომპანიაში ამბობენ, რომ მარკეტინგული გეგმა, პროდუქტის ცნობადობის ასამაღლებლად, ახლა მზადდება. გათვალისწინებულია სხვადასხვა აქციები, სატელევიზიო რეკლამა და ა. შ.

Bank Republic – Marketing Communication Officer

ღრუბელი შენს სახლში