19
Jul
2018

როგორ ჩაიარა ბლოკჩეინ კონფერენციამ თბილისში? – Blockchain Conference Georgia 2018-ის შედეგები

19 Jul 2018

თბილისში, 20 ივნისს, პირველად გაიმართა Blockchain & Bitcoin Conference Georgia –  საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბლოკჩეინს, კრიპტოვალუტებსა და ICO­-ს. კონფერენციას დაესწრო 357 ადამიანი საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინადან, ბელარუსიიდან, გერმანიიდან, აშშდან, იაპონიიდან, ჰიბრალტარიდან, საუდის არაბეთიდან და მალტიდან. მან გააერთიანა მეწარმეები, ბლოკჩეინ-დეველოპერები, ინვესტორები, იურისტები, ბანკირები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები. კონფერენციის მთავარი თემები იყო – მაინინგისა და ბლოკჩეინის პერსპექტივები საქართველოს ციფრულ ეკონომიკაში. ღონისძიების ფარგლებში, დაიდო მემორანდუმი Association Blockchain Georgia-სა და Blockchain Association of Ukraine-ს შორის.

მოწვეულები იყვნენ სპიკერები, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: IBM, ZenCash, Aleinikov & Partners, Kuna Exchange, PwC.

კონფერენციამ მიიღო საქართველოს ისეთი სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა, როგორებიცაა: იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტორები, ასევე საჯარო რეესტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტებმა და სტარტაპებმა მიიღეს დაფინანსება ინვესტორებისგან ჯამში $10 მლნ.

Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს საკვანძო თემები:

მაინინგის თავისებურებები საქართველოში

სპიკერები:

  • ალექსი სუდაძე (Bitcoin Embassy Georgia)
  • ვახტანგ გოგოხია (Golden Fleece)
  • შოთა სირაძე
  • თორნიკე დარჯანია

Bitforx-ის, საქართველოში სიდიდით მეორე დატა-ცენტრის მუშაობის პრინციპებზე მოგვითხრო მისმა პროექტ-მენეჯერმა, გიორგი ავალიანმა.

ბლოკჩეინის მომავალი სახელმწიფო მმართველობაში

Association Blockchain Georgia-ს თანადამფუძნებელმა, ვანო ნარიმანიძემ, ისაუბრა საქართველო სახელმწიფო რეგულაციებზე კრიპტოვალუტების ინდურსტრიაში.

პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა ბლოკჩეინის პერსპექტივებს სახელმწიფო მმართველოში, მონაწილეობდნენ:

  • პროფესორი დავით კიზირია (Blockchain Systems Institute)
  • მარიამ ტურაშვილი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის-მენეჯმენტის დეპარტამენტი)
  • ნოდარ კაკრიაშვილი (საქართველოს შემოსავლების სამსახური)
  • დავით სისვსივაძე (საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტი)
  • ავთანდილ კასრაძე (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი)

როგორ გავუზარდოთ ცნობადობა ქვეყანას IT-ბაზარზე, მოგვითრო რევოლუციური დეკრეტის „ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე“-ს ავტორმა, დენის ალეინიკოვმა (Aleinikov & Partners). მან მონაწილეებს გაუზიარა დოკუმენტის შემუშავების დეტალები, რომლის წყალობითაც, ბელარუსია იქცა პირველ ქვეყანად მსოფლიოში, რომელმაც თავის სამართლებრივ სისტემაში დაამატა ისეთი მცნება, როგორიცაა სმარტ-კონტრაქტი.

აშშ-ში ფასიანი ქაღალდების ბაზრის სისტემის რეგულირებაზე ისაუბრა CKR LAW LLP-ის პარტნიორმა, გორდონ აინშტაინმა.

ICO-კამპანიების წარმატება: ინვესტიციები, მარკეტინგი, ტრენდები. მესამე ბლოკი შედგებოდა ორი ნაწილისგან: თემისგან – ICO-პროექტების წარმატებული პიარი და Network-ის დამფუძნებლის, ლაშა ანთაძის, გამოსვლისგან.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ:

  • რობერტ ვიგლიონი, ZenCash-ის თანადამფუძნებელი;
  • მიხეილ ჩობანიანი, Blockchain Association of Ukraine-ს პრეზიდენტი;
  • ნატალია დრიკი, Blockchain Association of Ukraine-ს უფროსი;
  • იგორ პოროხი, iTuber-ის ანალიტიკოსი;
  • ენდრიუ ტორნხილი, Spotcoin-ის თანადამფუძნებელი;

ღონისძიება გახსნეს Association Blockchain Georgia-ს პრეზიდენტმა, მიხეილ სანდაძემ და Bixtrim-ის დამფუძნებელმა, არტურ არაბიანმა.

ღონისძიების წამყვანი იყო ნინო ეფხოშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტ-მენეჯერი.

დემოზონა

დემოზონაში თამაშდებოდა მაინერები და სხვადასხვა სუვენირები. პროექტების პრეზენტაციები გამართა 12-მა კომპანიამ:

  • Bixtrim – პლატფორმა კრიპტოვალუტების გაცვლისთვის;
  • Bitforx მსხვილი მაინერი, მოწყობილობების ექსპორტიორი;
  • Glorymineკონსულტანტი მაინინგის სფეროში;
  • ZenCashდეცენტრალიზაციის ანონიმური პლატფორმა, რომელიც დაკავებულია კონტენტის მართვით;
  • Bitfermaმაინინგისთვის მობილური ფერმების შემქმნელი და დეველოპერი;
  • Coinmaniaქართული ინტერფეისის მქონე სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იყიდოს და გაცვალოს კტიპტოვალუტები (იღებს ლარსაც);
  • Keepmycoin – დეცენტრალიზებული მარკეტინგული პლატფორმა;
  • Powershare – პლატფორმა ქრაუდფანდინგისთვის;
  • Empleos – ბლოკჩეინზე აწყობილი „დასაქმების პლატფორმა“, ვაკანსიების ინტელექტუალური ძიების შესაძლებლობით;
  • Safecoin – ანონიმური და დაცული კრიპტოვალუტა;
  • RPCM – ელექტროწყაროების დისტანციური მართვის სისტემები;
  • Gminer – asic-მაინერების მწარმოებელი;

ორანიზატორები და სპონსორები 

ღონისძიება ჩატარდა შემდეგი სპონსორების მხარდაჭერით: Bixtrim, Bitforx, ZenCash, Glorymine და Cointraffic. ორგანიზატორი – კომპანია Smile-Expo, რომელიც ჩაატარებს საერთაშორიო B2B და B2C ღონისძიებებს.

კონფერენციის პარტნიორები – ორგანიზაციები, რომლებიც იდგნენ საქართველოს ბლოკჩეინ-ინდურსტრიის სათავეში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute.

Blockchain & Bitcoin Conference Georgia შედის იმ ღონისძიებათა რიცხვში, რომლებსაც Smile-Expo ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წელს დაგეგმბილია 26 ბლოკჩეინ-ღონისძიება, მათ შორის კიევში – 19 სექტემბერს, ბაქოში – 27 სექტემბერს, ასტანაში – 17 ოქტომბერს.

[R]

განხილვა