in

Blockchain Futurist Conference 2023-ის შეჯამება: გლობალური Web3 კონფერენცია საინტერესო სპიკერებით

15 და 16 აგვისტოს ტორონტომ წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ Web3 ღონისძიებას უმასპინძლა. Blockchain Futurist Conference წელს მეხუთედ ჩატარდა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპერების, გავლენიანი სპიკერებისა და კრიპტოენთუზიასტების შეკრების ადგილად კიდევ ერთხელ იქცა. კონფერენციის სპონსორებს შორის იყო Coinmania – კრიპტოსერვისების პროვაიდერი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.

Rebel Entertainment Complex-ისა და Cabana Pool Bar-ის ბაზაზე გამართულ კონფერენციას 6 500 ადამიანი დაესწრო. მათთვის კი, ვინც დასწრება ფიზიკურად ვერ შეძლო, ღონისძიება Decentaland-ის მეტავერსში გადაიცა და მასში ჩართვის შესაძლებლობა მსურველებს მსოფლიოს მასშტაბით მიეცათ.

წლევანდელ Blockchain Futurist Conference-ზე ორასმა სპიკერმა ბლოკჩეინსამყაროსა და Web3-ში მიმდინარე და სამომავლო სიახლეებზე ისაუბრა. ჩატარდა პანელური დისკუსიები, ჰაკათონები, ვორკშოპები და მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: Coinbase, Kraken, Crypto.com, XDC, WonderFi, Brave და სხვა.

აი, როგორი იყო Blockchain Futurist Conference 2023:

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი Cardano-სა და Ethereum-ის ბლოკჩეინის თანადამფუძნებელი ჩარლზ ჰოსკინსონი გახლდათ, რომელმაც ისაუბრა ექსპონენტურ ტექნოლოგიაზე, მის ტრანსფორმაციულ გავლენაზე, Cardano-სა და ბლოკჩეინის მომავალზე.

სპიკერებს შორის იყვნენ Andiami-სა და Decentral-ის დამფუძნებელი ენტონი დი ლორიო, Cosmos-ის თანადამფუძნებელი და Informa Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი ეთან ბუკმენი, Wonderfi-ის აღმასრულებელი დირექტორი დინ სკურკა და სხვანი. საინტერესო იყო ანტრეპრენერისა და Pink Floyd-ის და Supertramp-ის საქსოფონისტ სკოტ პეიჯის ლექციაც, რომელმაც მუსიკის მოყვარულების განწყობაზეც იზრუნა.

თუ ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძელით, შეგიძლიათ Blockchain Futurist Conference 2023-ის სპიკერების ლექციები ღონისძიების Youtube არხზე იხილოთ:

Coinmania მომავალშიც გეგმავს გლობალურ Web3 ღონისძიებებში ჩართულობასა და საზოგადოებაში ბლოკჩეინტექნოლოგიების თემაზე ცნობიერების ამაღლებაში საკუთარი წვლილის შეტანას.

ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania.

[პარტნიორის კონტენტი]

კარფურის 11 წლის იუბილე: 1 სექტემბრიდან კარფურში კოსმიური ფასდაკლებები გელოდებათ

როგორ უნდა გააუმჯობესოთ ურთიერთობა კარიერის სპონსორთან?