25
Sep
2018

ბლოკჩეინ ჰაკათონი „ჯეოლაბში“! – NEO-ს შავი ზღვის საზოგადოება საქართველოში

25 Sep 2018

28 სექტემბერს, 19:00 საათზე, „ჯეოლაბში“, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში – GAU (მერაბ ალექსიძის #8), ბლოკჩეინის პლატფორმა NEO-ს შავი ზღვის საზოგადოება სხვადასხვა ქვეყნის დეველოპერებს სამდღიან ჰაკათონზე მოუყრის თავს. ჰაკათონის გამოწვევა დეველოპერების მიერ ისეთი გადაწყვეტილების პოვნაა, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებების მომსახურებას ჭკვიანი ხელშეკრულებების გამოყენებით გააუმჯობესებს, რაც შეეხება მიზანს, საქართველოსა და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ახალი, მოქნილი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა. ჰაკათონში მონაწილეობა ყველა დეველოპერისთვის უფასოა, მონაწილეობისთვის კი უნდა დარეგისტრირდით ბმულზე: https://neoblacksea.community.

„დღეს, ბლოკჩეინის ინჟინრებით მთელი მსოფლიო დაინტერესებულია, განსაკუთრებით მოთხოვნადი კი ის დეველოპერები არიან, რომლებსაც ჭკვიანი ხელშეკრულებების გამოყენებით პროგრამირება შეუძლიათ. ეს ღონისძიება მონაწილეებს საშუალებას მისცემს, საკუთარი ცოდნა NEO-ს მენტორებთან კომუნიკაციისა და ჰაკათონზე დასმული პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტილებით გაამდიდრონ და NEO-ს ბლოკჩეინსა და ჭკვიანი ხელშეკრულებების სისტემაში გაწაფულ სპეციალისტებად იქცნენ“, – ჰაკათონის ორგანიზატორი, შონ მალკოჰი.

NEO-ს წარმომადგენლები საქართველოსა და შავი ზღვის პოტენციალს, ბლოკჩეინის განვითარების კუთხით, დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ კომპანია სპეციალურად ჰაკათონისთვის მენტორებს გამოყოფს, რომლებიც მონაწილეებს მუშაობის პროცესში ტექნიკურ რჩევებს მისცემენ.

NEO აწესებს ჰაკათონის პრიზებსაც:

  • გამარჯვებულ გუნდს 2500 აშშ დოლარის ღირებულების ციფრულ ვალუტა GAS-ი გადაეცემა;
  • მეორე ადგილზე გასულ გუნდს 1500 აშშ დოლარის ღირებულების GAS-ი;
  • მესამე ადგილზე გასულ გუნდს კი — 1000 აშშ დოლარის ღირებულების GAS-ი.

ჰაკათონს ტექნიკურად უზრუნველყოფენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი „გაუ“ და „ჯეოლაბი“, რაც შეეხება სპონსორს, ღონისძიებას მხარს უჭერს, ასევე, nOS-ი — NEO-ს ბლოკჩეინის ბაზაზე აგებული ვირტუალური ოპერაციული სისტემა. nOS-ი გამარჯვებულ გუნდს პრიზს გაუორმაგებს, თუ გუნდი ჰაკათონის პრობლემის გადაჭრისთვის მათ სისტემას გამოიყენებს.

ჰაკათონის განრიგი:
პარასკევი, 28 სექტემბერი: 19:00 — ჰაკათონის გახსნა;
შაბათი, 29 სექტემბერი: 09:00 — 23:00 პროექტებზე მუშაობა;
კვირა, 30 სექტემბერი: 14:00 — პროექტებში საბოლოო კორექციების შეტანა;
16:00 — მონაწილეთა პრეზენტაციები;
18:00 — დაჯილდოების ცერემონია;

NEO ბლოკჩეინის პლატფორმაა, რომლის დღევანდელი ღირებულება რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. სათაო ოფისი შანხაიში მდებარეობს, თუმცა კომპანიის ეკოსისტემის წევრი დეველოპერები სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ.

[R]

განხილვა