in

BLOK9 თბილისში – ჰიპ-ჰოპ სერიები – თაობის პროტესტი და სცენა არტისტებისთვის

BLOK9 ჰიპ-ჰოპ ღონისძიებების სერიაა, რომელიც თებერვალში დაფუძნდა. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების თანამოაზრე წევრების ჰიპ-ჰოპის გარშემო გაერთიანებასა და ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას; ჰიპ-ჰოპის მეშვეობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჩაგრულთათვის პროტესტის ხმის მინიჭებას. მარკეტერი პროექტის კონცეფციაზე, ღონისძიებებისთვის შერჩეულ არტისტებსა და ქართველი მსმენელის აქტივობაზე ესაუბრა SPACEHALL-ისა და BLOK9-ის მედიაკოორდინატორს – ხატია გელოვანს. 

bog
bog-mob

M: რის მიხედვით შეარჩიეთ ჰიპ-ჰოპ ღონისძიებების სერიებისთვის სახელი – “BLOK9“?
BLOK9 – მე-9 ბლოკი – 90-იანების ასოციაციას იწვევს და გვახსენებს იმ პერიოდს, როცა არსებობდა მელომანი თაობა, რომელიც მუსიკით გამოხატავდა პროტესტს. დღესდღეობით, პროტესტის ეს ფორმა დაბრუნდა და ძალიან ბევრ საკითხს, რაც ჩვენთვის მიუღებელია, მუსიკით, მოძრაობით – ჰიპ-ჰოპით ვუცხადებთ ბოიკოტს.

M: BLOK9-ის არსებობის განმავლობაში, რამდენი ღონისძიება გამართეთ და არტისტები მხოლოდ საქართველოდან შეარჩიეთ?
30 ივნისს, Spacehall-ში, BLOK9-ის ფარგლებში გაიმართება მე-4 ღონისძიება, რომლითაც ვხურავთ სეზონს. პროექტში ძალიან ბევრ ქართველი არტისტს მიუღია მონაწილეობა. გვყავს, ასევე, ჰიპ-ჰოპ-ის უცხოელი მოწვეული წარმომადგენლებიც. სეზონის ბოლო ღონისძიების მთავარი შემსრულებელი არის დეტროიტელი ჰიპ-ჰოპ არტისტი ILLA J, თუმცა მასთან ერთად, მასობრივად არიან ჩართულები ქართველი შემსრულებლები: Kazzy Jazz & Jeronimo, გიორგი ზურაბიშვილი & Cutkill, Shining & Luna999.M: როგორია ქართველი აუდიტორიის აქტივობა ღონისძიებებზე?
რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გვქონდა ღონისძიება, რომელიც მთლიანად ქართველ არტისტებს დავუთმეთ და აქტივობა იყო მაღალი იმიტომ, რომ ქართველ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, რეალურად, ჰყავთ მსმენელი და ფაქტი სახეზეა – ამაზე მეტყველებს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც spacehall-ში დადიან.

Windfor’s-ის წარმატება Cannes Lions-ზე! პირველი ვერცხლი საქართველოსთვის და მნიშვნელოვანი ცვლილებები ACAG-ის რეიტინგებში!

ადამიანები, რომლებსაც არ აშინებთ დაბრკოლებები – Samsung-ი მამაცი სპორტსმენების გვერდით