in

Blood Cancer United რებრენდინგით ესაუბრება ყველას, ვისაც სისხლის კიბოსთან ჰქონია შეხება

საერთაშორისო ლიდერმა სისხლის კიბოს კვლევის საკითხებში რებრენდინგი გააკეთა და საკუთარ თავს Blood Cancer United უწოდა. დროც სპეციალურად შეარჩიეს, სექტემბერი სისხლის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, ამიტომაც ორგანიზაციის 76-წლიან ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაც ამ თარიღს დაუმთხვიეს. 

BOG
BOG

აქამდე Leukemia & Lymphoma Society-ის სახელით ოპერირებდა და 1949 წლიდან სისხლის კიბოს მქონე პაციენტების მხარდამჭერი გახლდათ. თუმცა ცნობადობა 5%-ზე ნაკლები იყო, ამიტომაც დასჭირდათ ცვლილებები. იდენტობის გასაახლებლად, პოზიციონირებისა და სტრატეგიისთვის JKR-ის დიზაინის სააგენტოს მიმართეს. 

შედეგად კი Blood Cancer United-ის ვიზუალური იდენტობა ერთიანობის სულისკვეთებას ასახავს, სისხლის წვეთის ლოგოთი, რომელიც United-ში U-ს აღნიშნავს.

„ბრენდი ძაფია, რომელიც ორგანიზაციის ყველა ნაწილს უკავშირებს ერთმანეთს და გვაჩვენებს, თუ რისთვის შეიქმნა იგი. Blood Cancer United-ის შემთხვევაშიც ასეა, მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს აერთიანებს და, რაც მთავარია, ესაუბრება ყველას, ვისაც სისხლის კიბოსთან ჰქონია შეხება“.

რებრენდინგი კი ერთ მნიშვნელოვან ფაქტს შეგვახსენებს, რომ კარგი სტრატეგიული დიზაინი ესთეტიკურად მიმზიდველზე მეტი უნდა იყოს — ფუნქციური და დასამახსოვრებელი ისე, როგორც ეს Blood Cancer United-ის შემთხვევაში მოხდა…

Back to School შეთავაზებები SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას – ისარგებლეთ 40% ქეშბექით

საქართველო vs თურქეთი – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე