in

ინტერაქტიული პოსტერი, რომელიც უფასოდ დაგიტენით მობილურს და მოგიწოდებთ სისხლის დონორობაზე

რათა ვუბიძგოთ ხალხს ჩააბარონ თავიანთი სისხლი, სისხლის ბანკში სარეკლამო სააგენტო Publicis Sao Paulo-მ და Fundação Pró-Sangue შექმნეს პოსტერი, სახელწოდებით “Blood Charger Poster”.

“Blood Charger Poster”-ი ორ საქმეს ერთდროულად აკეთებს: უბიძგებს ხალხს ჩააბარონ სისხლი და ამავდროულად პოსტერის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია დატენოს საკუთარი  მობილური ტელეფონი.

პოსტერზე გამოსახულია ადამიანის მკლავი, რომლის ვენიდანაც გამოდის წითელი სადენი. სადენის მეშვეობით იტენება მობილური მოწყობილობები. ვიზუალურად ჩანს თითქოს მკლავიდან სისხლს იღებენ.

პოსტერზე არის წარწერა “როდესაც გჭირდებით, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ… გვიპასუხეთ სიკეთით, ჩვენ გვჭირდება თვენი სისხლი”.

ახალი “თავადური” და ერთ სივრცეში მოქცეული ოთხი კონცეფცია

არია იოგა „ნებისმიერი საქმის კეთებისას აუცილებელია სიყვარული. სიყვარული იმასა, რასაც აკეთებ“