in ,

რობოტი, რომელიც სისხლის ანალიზს აიღებს

თებერვალში, ჟურნალ Nature Machine Intelligence-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შექმნეს რობოტი, რომელიც ადამიანის ვენიდან სისხლის ნიმუშის აღებას უსაფრთხოდ შეძლებს. მასში გაერთიანებულია რობოტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ულტრასონოგრაფიის ელემენტები და მას შეუძლია როგორც ვენიდან სისხლის აღება, ასევე, პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის შეყვანა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ რობოტს ამის გაკეთება ექთანზე ეფექტურად და ზუსტად შეუძლია.

ნიუ-ჯერსიში, რუტგერსის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებიც ნაშრომის ავტორები არიან, ამბობენ, რომ ჩვეულებრივ, ადამიანის ვენაში ინექციასთან დაკავშირებული პროცედურების 20% დისკომფორტული გვერდითი ეფექტების თანხლებით მიმდინარეობს. მაგალითად, იმ პაციენტებში, რომლებსაც წვრილი, ან როგორც ამბობენ, „მხტუნავი“ ვენები აქვთ. ეს სწორედ ის შემთხვევებია, რომლებთან გამკლავებაც რობოტს ეფექტურად შეუძლია. ულტრაბგერითი ხედვის სისტემითა და მანქანური დასწავლის ალგორითმით, მას მაღალი სიზუსტით შეუძლია სისხლძარღვების ამოცნობა, მათი კლასიფიცირება. იმის გაზომვაც, რამდენად ახლოსაა ვენა კანთან და ბოლოს, ინექცია ადამიანის მინიმალური ზედამხედველობის პირობებში.

გავრცელებულ პრეს-რელიზში, რუტგერსის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის თანაავტორი – მარტინ იარმუში ამბობს, რომ „მოწყობილობის გამოყენება შეგვიძლია როგორც პაციენტებზე, ასევე, იმ ექსპერიმენტების პირობებში, რომელიც სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტის გამოცდის მიზნით, თუ ბიოტექნოლოგიების კუთხით, მღრღნელებზე ტარდება“. გარდა ამისა, ამბობენ, რომ რობოტის გამოყენება კლინიკებს მომხმარებლის უფრო სწრაფ და კომფორტულ მომსახურებაში დაეხმარება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება ველოდოთ რობოტ „ექთანს“ ლაბორატორიებში.

Nokia ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის ოფიციალური პარტნიორია

“მზად ხარ?” – ინტერნეტ სივრცეში შეწუხებული ინფლუენსერები გამოჩნდნენ