in

სისხლის ანალიზით კიბოს გამოვლენა ადრეულ სტადიაზე შეძლეს!

მასიური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიძლება ახალი იარაღი გვქონდეს: ეს უბრალო სისხლის ანალიზია, რომელსაც შეუძლია, კიბოს მრავალი სახეობა აღმოაჩინოს, თანაც, სიმპტომების გამოვლენამდე!

M2
M2

Pathfinder-ის კვლევაში 50+ ასაკის 6600 ზრდასრული ადამიანი იღებდა მონაწილეობას. თითოეულს სისხლის ანალიზის გაკეთება შესთავაზეს, რათა დაედგინათ Galleri-ს ტესტი შეძლებდა თუ არა კიბოს იმ ტიპების აღმოჩენას, რომელთაც სხვა მეთოდებით ვერ ადგენდნენ. 

სავარაუდოდ, GRAIL-ის მიერ შემუშავებული ტესტი კიბოს გამოვლენის საშუალებას ადრეულ ეტაპზევე მოგვცემს, ანუ მაშინ, როცა იგი ყველაზე მეტად ექვემდებარება მკურნალობას. I და II სტადიაზე გამოვლენილ კიბოებში გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, შესაბამისად, დიაგნოსტიკა მძლავრი ინსტრუმენტია, რათა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის კიბოთი გარდაცვალება თავიდან ავიცილოთ. 

მთლიანი ნიმუშებიდან ტესტმა კიბო ადამიანთა დაახლოებით 1 პროცენტში აღმოაჩინა. მათში კიბოს ზოგიერთი ისეთი სახეობაცაა აღმოჩენილი, რომელთათვისაც ამჟამად სკრინინგის მეთოდებიც კი არ არსებობს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 36 კიბოს დიაგნოზიდან 25-ისთვის სკრინინგის ტესტები არ არსებობდა. 

სტანდარტულ სკრინინგთან შედარებით, ამ ტესტირებამ გამოვლენილი სიმსივნეების რაოდენობა გააორმაგა. ეს მოიცავდა ღვიძლის, წვრილი ნაწლავისა და საშვილოსნოს I სტადიის კიბოს, პანკრეასის, ძვლებისა და ოროფარინგეალური კიბოს II სტადიებს, — ამბობს ჯეფრი ვენსტრომი, GRAIL-იდან. 

საინტერესოა ისიც, რომ კიბოს ტესტირებას მისი წარმოშობის იდენტიფიცირებაში 97-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა, რაც სტანდარტულ სკრინინგთან შედარებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

კიბოს სიკვდილიანობის სტატისტიკის შემცირება მის უფრო ადრე გამოვლენას მოითხოვს. თუმცა კიბოს თითოეულ სკრინინგ ტესტს აქვს ცრუ დადებითი მაჩვენებელი 5-10 პროცენტამდე. ჩვენ გვჯერა, რომ ადრეულ სტადიებზე კიბოს უფრო მეტი ტიპის გამოვლენით MCED ტესტებს ამ პარადიგმის შეცვლა შეუძლია, — ამბობს ჯოშ ოფმანი, GRAIL-ის პრეზიდენტი. 

ციფრული მარკეტინგიდან ახალგაზრდა ელჩის მანდატამდე – გიორგი პაპავას ამბავი

შეიძინე 4 საბურავი 3-ის ფასად და შეხვდი ახალ სეზონს მომზადებული — „თეგეტა მოტორსის“ სექტემბრის შეთავაზებები