in

Bloodhound-ის ზებგერითი მანქანის პროექტი იყიდება!

შესაძლოა, მანქანამ მუზეუმში დაიმკვიდროს ადგილი, რათა მნახველებმა მისგან მიიღონ ინსპირაცია

veon
veon

მანქანა, Bloodhound, რომელიც ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის დასამყარებლად შეიქმნა, იყიდება. ამჟამინდელი მეპატრონე, იან ვარჰერსტი, ამბობს, რომ მან 1010 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითარა, ახლა კი დროა, ვინმე სხვამ აიღოს მასზე პასუხისმგებლობა!

2019 წელს კალაჰარის უდაბნოში ჩატარებული ცდების დროს Bloodhound ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა გახდა ისტორიაში, თუმცა მას, ყველა დროის რეკორდული სიჩქარის მოსახსნელად (1,228 კმ / სთ), სარაკეტო ძრავის დამატება სჭირდება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, როგორც ამბობენ, მანქანას შეეძლო 1 287 კმ/სთ სიჩქარის განვითარება.

“მე იმდენად შორს წავედი, რამდენის შესაძლებლობაც მქონდა ამ მანქანის მეშვეობით. ახლა კი აღარ შემიძლია ფულის ჩადება ამ პროექტში და დროა, სხვას გადავაბარო. მე მას თვალს ვადევნებ და გავამხნევებ” – ამბობს ვარჰერსტი.

იანის თქმით, რაც არ უნდა მოხდეს Bloodhound არ განადგურდება, მყიდველის არ გამოჩენის შემთხვევაში, მანქანა მუზეუმში დაიმკვიდრებს ადგილს, რათა მნახველები აღფრთოვანდნენ და მისგან მიიღონ ინსპირაცია. “ჯერ კიდევ ფანტასტიკური შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ Bloodhound-ს რეკორდული პოტენციალი აქვს. ჩვენ უბრალოდ იანის მსგავსი პერსონაჟი გვჭირდება, რომელიც მოვა და იტყვის – “მე მესმის, რისთვის არის Bloodhound.” – ამბობენ მანქანის შემქმნელები.

მანქანას დამატებით ენერგიას ნორვეგიის კოსმოსური კომპანიის Nammo-ს გამაძლიერებელი მიაწოდებს. თუმცა ინჟინერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ტუმბოს სისტემის შემუშავება და აკუმულატორი ან სუპერ კონდენსატორი, რაც მას ნაწილობრივ ჰიბრიდულ მანქანად გარდაქმნის. “სწორედ აქ იწყება მოტოსპორტი და ჩვენ სხვადასხვა კომპანიებს მოვუწოდებთ, რათა შემოგვიერთდნენ და გვაჩვენონ საკუთარი ტექნოლოგიური შესაძლებლობები” – განაცხადეს მანქანის ინჟინერებმა.

სარაკეტო და ელექტრონული განახლებების განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება და მას სავარაუდოდ, 2022 წლისთვის ვიხილავთ.

“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!

„რომელი ხარ შენ?“ – დავით გოგიჩაიშვილი